რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (ფილმი)
იერსახე
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ | |
---|---|
![]() | |
დამდგმელი რეჟისორი | მიხეილ ჭიაურელი |
სცენარის ავტორი | ნოდარ წულეისკირი, მიხეილ ჭიაურელი |
ეფუძნება | ავქსენტი ცაგარელი — „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ |
კომპოზიტორი | რევაზ ლაღიძე |
ხმის ოპერატორი | ა.შტეგელმანი |
ოპერატორი | დუდარ მარგიევი |
მხატვარი |
სერაპიონ ვაწაძე ფარნაოზ ლაპიაშვილი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1965 |
ხანგრძლივობა | 82 წუთი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ქართული |
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ — 1965 წელს გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია მიხეილ ჭიაურელი. დაფუძნებულია ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესაზე.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ახალგაზრდა ხელოსან გოგიას და სოფლელ გოგოს ტასიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. საქორწილო მაყრიონის თანხლებით ტასიას სოფელში ჩასულ გოგიას საპატარძლო აღარ დახვდება — ტასიას ნათლიის, თავადის ქალის ბრძანებით, ის თავადის სახლში შინამოსამსახურედ წაიყვანეს. ხანშიშესულ თავადს ტასია მოეწონა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. გოგიას მისი მეგობარი ყარაჩოხელები ეხმარებიან, რომ საცოლე დაიბრუნოს.
როლებს ასრულებენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი შენგელაია — გოგია
- სოფიკო ჭიაურელი — ტასია
- ვახტანგ ნინუა — თავადი ავთანდილი
- ვასო გოძიაშვილი — ავეტიკა
- აკაკი ხორავა — გიჟუა
- ვერიკო ანჯაფარიძე — თავადის ქალი
- სერგეი მარტინსონი — ბორისი
- არჩილ გომიაშვილი — კოსტაია
- ცაცა ამირეჯიბი — მელანო
- აკაკი კვანტალიანი — პაპა ლაზარე
- ფარსმან სონღულაშვილი — მოურავი
- მერი დავითაშვილი — მართა
- კოტე დაუშვილი — მღვდელი
- დიმიტრი ყიფიანი — თავადი
- ელენე ყიფშიძე — სტუმარი
- ირაკლი ქოქრაშვილი — ყარაჩოხელი
- მიხეილ ჩიხლაძე — დავითის ბიძა
ეპიზოდებში
- ემანუელ აფხაიძე
- ილია ბაკაკური
- ავთანდილ ვერულეიშვილი
- ედიშერ მაღალაშვილი
- მიხეილ სულთანიშვილი
- გივი თოხაძე
- კონსტანტინე (კოტე) თოლორაია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
|