მიხეილ ჭიაურელი
მიხეილ ჭიაურელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 იანვარი, 1894 თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
31 ოქტომბერი, 1974 (80 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | კინორეჟისორი, მსახიობი |
მეუღლე(ები) | ვერიკო ანჯაფარიძე |
შვილ(ებ)ი | |
ჯილდოები |
სტალინური პრემია (1941, 1941, 1943, 1946, 1947, 1950) |
მიხეილ ჭიაურელი (დ. 25 იანვარი, 1894, თბილისი — გ. 31 ოქტომბერი, 1974, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი. საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის, ცხოვრების ამსახველი პომპეზურ-მონუმენტალური ფილმების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948), სტალინური პრემიის 6-გზის ლაურეატი (1941 (2-ჯერ), 1943, 1946, 1947, 1950).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა (ახლანდელი თბილისის სამხატვრო აკადემია) იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან იყო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრების მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დააარსა თბილისის სატირის თეატრი. როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921), „სურამის ციხე“ (1923)
1925–1927 წლებში იყო „მუშათა თეატრისა“ და „წითელი თეატრის“ რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელი. დავით ძნელაძესთან ერთად დააფუძნა მუსიკალური თეატრი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. მიღებული აქვს ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მედალი. 1940 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმების დამდგმელი რეჟისორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1928: „პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“ რეჟ. ეფიმ ძიგანთან ერთად
- 1929: „საბა“
- 1929: „უკანასკნელ საათს“
- 1934: „უკანასკნელი მასკარადი“
- 1937: „არსენა“
- 1938: „დიადი განთიადი“
- 1943: „გიორგი სააკაძე“
- 1946: „ფიცი“
- 1949: „ბერლინის დაცემა“
- 1951: „დაუვიწყარი 1919 წელი“
- 1957: „ოთარაანთ ქვრივი“
- 1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“
- 1963: „გენერალი და ზიზილები“
- 1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“
- 1972: „ქილა ერბო (დამსხვრეული ოცნებები)“ (ანიმაციური ფილმი)
სცენარის ავტორი ფილმებისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1934: „უკანასკნელი მასკარადი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1937: „არსენა“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1938: „დიადი განთიადი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1946: „ფიცი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1949: „ბერლინის დაცემა“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1951: „დაუვიწყარი 1919 წელი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1957: „ოთარაანთ ქვრივი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1963: „გენერალი და ზიზილები“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1972: „ქილა ერბო (დამსხვრეული ოცნებები)“ (ანიმაციური ფილმი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი მხატვარი ფილმებისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1926: „სამანიშვილის დედინაცვალი“ რეჟისორები კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ბერიშვილი
გადაღებულია ფილმებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1921: „არსენა ჯორჯიაშვილი“ (არსენა ჯორჯიაშვილი) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1922: „სურამის ციხე“ (ოსმან აღა) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1924: „დაკარგული საუნჯე“ რეჟ. ამო ბეკ-ნაზაროვი
- 1925: „ათასის ფასად („დაჰკრა ჟამმა“)“ (გარუნი) რეჟ. ვლადიმერ ბარსკი
- 1926: „ხანუმა“ (დიტო – ადამის ძმისწული) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1926: „ნათელა“ (ჯონდო – მიქავას მეგობარი) რეჟ. ამო ბეკ-ნაზაროვი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1941: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „დიადი განთიადი“ (1937)
- 1941: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „არსენა“ (1937)
- 1943: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „გიორგი სააკაძე“ I სერია (1942)
- 1946: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „გიორგი სააკაძე“ II სერია (1943)
- 1946: ვენეციის VII საერთაშორისო კინოფესტივალი, ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი, ფილმისათვის „ფიცი“ (1946)
- 1947: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „ფიცი“ (1946)
- 1948: სსრკ სახალხო არტისტი
- 1950: დიდი პრიზი კარლოვი–ვარის V საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმისათვის „ბერლინის დაცემა“ (1949)
- 1950: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის „ბერლინის დაცემა“ (1949)
- 1952: კარლოვი–ვარის VII საერთაშორისო კინოფესტივალი, დიდი პრიზი, ფილმისათვის „დაუვიწყარი 1919 წელი“ (1951)
- ჩეხოსლოვაკიის „თეთრი ლომის“ II ხარისხის ორდენი
- ლენინის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ჭიაურელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხეილ ჭიაურელი — ეროვნული ფილმოგრაფია
- მიხეილ ჭიაურელი — ბურუსი
|
- დაბადებული 25 იანვარი
- დაბადებული 1894
- გარდაცვლილი 31 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1974
- ქართველი კინორეჟისორები
- ქართველი მსახიობები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი თეატრის რეჟისორები