დავით რონდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით რონდელი
დაბ. სახელი დავით რონდელი
დაბ. თარიღი 11 აპრილი, 1904
ქუთაისი, საქართველო
გარდ. თარიღი 12 მარტი, 1974
თბილისი, საქართველო
საქმიანობა რეჟისორი

დავით ევგენის ძე რონდელი (ნამდვილი გვარი ცაგარეიშვილი) (დ. 11 აპრილი, 1904, ქუთაისი — გ. 12 მარტი, 1974, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან მუშაობდა კინოში, ჯერ სახკინმრეწვის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, რეჟისორ ასისტენტად, 1930 წლიდან კი რეჟისორად. გადაიღო ფილმები: „უგუბზიარა“ (1930), „არშაულა“ (1935), „კოლხეთის ჩირაღდნები“ (1941), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1951), „ჩრდილი გზაზე“ (1956), „მამლუქი“ (1959), „ენგურის ნაპირებზე“ (1961), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1967), „ზოია რუხაძე“ (1971), „საჰაერო ხიდი“ (1974). 1937 წელს რონდელმა გადაიღო ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრი „დაკარგული სამოთხე“, რომელმაც რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმ-სპექტაკლისათვის „ჯურღაის ფარი“ (1944, სიკო დოლიძესთან ერთად) რონდელს 1950 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოკუჯავა ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 443, თბ., 1984 წელი.
  • ლოლაძე ვ., დავით რონდელი, თბ., 1954.