ლენტეხის მუნიციპალიტეტი
| ადმინისტრაციული ერთეული | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტი | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
| ადმ. ცენტრი | ლენტეხი | ||||
| კოორდინატები | 42°47′20″ ჩ. გ. 42°43′25″ ა. გ. / 42.78889° ჩ. გ. 42.72361° ა. გ. | ||||
| მერი | გია ონიანი | ||||
| ფართობი | 1344 კმ² | ||||
| ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
| მოსახლეობა |
| ||||
| სიმჭიდროვე | 3,26 კაცი/კმ² | ||||
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,91 % რუსები 0,05 %[1] | ||||
| სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,02 %[2] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
| ოფიციალური საიტი | https://lentekhi.gov.ge/ | ||||
|
| |||||
ლენტეხის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს, როგორც ქვემო სვანეთის რაიონი. 1953 წელს ეწოდა ლენტეხის რაიონი,[3] 2006 წლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია — 1344 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის რიცხოვნობა — 4386 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 3,26 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 54 სოფელი.
აღწერის მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 1989 | 11 227 |
| 2002 | 8 992 |
| 2014 | 4 386 |
| 2021[4] | 4 000 |
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბა — 1: ლენტეხი;
- თემი — 7: ჟახუნდრის, რცხმელურის, ჩიხარეშის, ჩოლურის, ცანის, ხელედის, ხოფურის.
საკრებულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| პარტია | 2017[5] | 2021[6] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ქართული ოცნება | 16 | 13 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ნაციონალური მოძრაობა | 2 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სახალხო პარტია | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ევროპული საქართველო | 1 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მოქალაქეები | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სტრატეგია აღმაშენებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| თავისუფალი საქართველო | 1 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| პატრიოტთა ალიანსი | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| დამოუკიდებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სულ | 23 | 21 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. მუნიციპალიტეტში არის ტურბაზა, ალპიური ბანაკი „აილამა“.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებია ჟახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესია (X საუკუნე), ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია (თარგზელ, IX-X სს), თეკალის ღვთაების ეკლესია (X-XI სს), დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში, ლექსურის კოშკები, ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია, ფაყის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, სკალდის მთავარ ანგელოზთა ეკლესია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი, გ., კობახიძე, ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 189-190.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №127 (9595), 31 მაისი, 1953
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 53-54. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 65-66. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
| ||||||||
| ||||||||||

