ჭილბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭილბები — ერთ-ერთი ჰერული ტომი, რომელიც ბინადრობდა აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარის ჰერეთის მთიანეთში, მდინარე ალაზნის ზემო წელზე. ჭილბებს შეესატყვისება პლინიუს უმცროსის მიერ მოხსენიებული „სილვები“. ჭილბების სახელწოდება შემორჩენილია ჰერეთის ისტორიულ ტოპონიმიკაში (ეთნონიმ „ჭილბისგან“ უნდა მომდინარეობდეს მდ. ჩელთისა და სოფელ შილდის სახელწოდებები). საუკუნეთა მანძილზე ჭილბები ორგანულად შეერწყნენ აღმოსავლურ ქართულ ტომებს. შერწყმის პროცესი უნდა დასრულებულიყო IV საუკუნისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]