გუგარები
იერსახე
გუგარები, გოგარები — ქართველი ტომი. მისი უძველესი პირველსაცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდინარე დებედის ზემო დინების ხეობა, რომელსაც ძველ ქართულ და სომხურ წყაროებში კანგარი ეწოდებოდა (ამჟამად სომხეთში; იხ. გოგარენე). აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი „გოგარანი“ (დღეს სოფელი გუგარქი). თვით სომხური წყაროები გუგარებს არასომხურ ტომად მიიჩნევენ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ზოგი მათგანი კი ქართველ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი). გუგართა პიტიახშს არშუშას V საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი და ალბანეთის ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი ხშირად ქართლის ან ქართველთა პიტიახშს უწოდებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 289.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. მუსხელიშვილი დ..
| ||||||||