ქართები

ქართლი (იბერია) — ქართების სამეფო
ქართები, იბერები — ისტორიული ქართლის (იბერიის) მოსახლეობის, ქართული ტომების აღმოსავლური შტოს სახელწოდება. ანტიკურ მსოფლიოში ქართები ცნობილი იყვნენ „იბერების“ ან „აღმოსავლეთის იბერების“ სახელით („დასავლეთის იბერებისაგან“, პირენეს მცხოვრებთაგან განსასხვავებლად). ლაპარაკობდნენ საკუთრივ ქართულ ენაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ქართველური ენების (ქართული, ზანური, სვანური) ფუძეენის დიფერენციაციის შედეგად.
ქართები უძველესი ხანიდან ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ, სამხრეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთის რაიონების ტერიტორიაზე. სახელი „ქართი“ თანამედროვეა, ნაწარმოებია სახელწოდებიდან „ქართლი“.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970
- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 458.
|