თუშები
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|თუშები}} |
თუშები — ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ცხოვრობენ თუშეთში - დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე, პირიქითა და გომეწრის ალაზნის სათავეებში, აგრეთვე კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თუშები საუბრობენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე, ხოლო მათი ერთი თემი - წოვა-თუშები - აგრეთვე ბაცბურ ენაზე. წარსულში თუშებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებები, რაც მათ განასხვავებდა საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, შემონახული ჰქონდათ საოჯახო-თემური ტრადიციები, არიან მაღალგანვითარებული კოშკური არქიტექტურისა და მუსიკალური ხელოვნების შემოქმედნი.
ვახუშტი ბატონიშვილი თუშებს ასე ახასიათებს:
საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!
ანთროპოლოგიურად თუშებს აღმოსავლურ ქართული სახე და აღნაგობა აქვთ. არიან საშუალო სიმაღლის, მკვრივი აგებულების, პირმრგვალი სახით. თუშების უმეტესობას ღია ფერის თვალები და საშუალოზე ღია ფერის თმა (ჩალისფრიდან წაბლისფრამდე) აქვს. ახასიათებთ თხელი ნაკვთები, სწორი, ოდნავ აწეული ცხვირი და თხელი ტუჩები.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თუშები“ ვიკისაწყობში.
|