ჰერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ინგილოები.

ჰერები — ძველი ქართველური ტომების (ჰერები, სუჯები, ჭილბები, ლბინები) საერთო სახელი. უძველესი დროიდან სახლობდნენ იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე. მათი სახელის მიხედვით ძველი ქართული საისტორიო წყაროები მთელ მათ ქვეყანას ჰერეთად მოიხსენიებენ. ჰერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ერთიანი ქართველი ერის ჩამოყალიბებაში.

ზოგიერთი მეცნიერის (გიორგი მელიქიშვილი, დავით მუსხელიშვილი) მოსაზრებით, ჰერები თავდაპირველად (ანტიკურ ხანაში) ალბანურ ტომთა გაერთიანებაში შედიოდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 628.
  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან // საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966.
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.