ლუკრეცია მედიჩი დაიბადა 1545 წლის 14 თებერვალს ტოსკანის დედაქალაქ ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და მისი მეუღლის, ელეონორ ტოლედოელის ქალიშვილი. 1558 წლის 3 ივლისს ქალაქ ფერარაში მიათხოვეს მოდენის, ფერარისა და რეჯიოს ჰერცოგ ალფონსო II დ’ ესტეს. 1560 წელს ალფონსო საფრანგეთში წავიდა საბრძოლველად, სადაც ლუკრეციაც წაიყვანა. 1561 წლის 21 აპრილს ლუკრეცია მედიჩი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, 16 წლის, უშვილოდ. მის შემდეგ ალფონსომ კიდევ ორი ცოლი შეირთო, თუმცა შვილი არც მათთან შეეძინა.