ფშეგიშხა
იერსახე
ფშეგიშხა | |
---|---|
კოორდინატები: 43°27′41″ ჩ. გ. 40°29′21″ ა. გ. / 43.461583° ჩ. გ. 40.489361° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2221 მ |
ქედი | გაგრის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, თიხა, მერგელი და ქვიშაქვა |
ფშეგიშხა — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის განშტოებაზე, მდინარეების გეგისა და იუფშარის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2221 მ. ფშეგიშხის აღმოსავლეთ კალთის ჩამოქცევის შედეგად წარმოიქმნა პატარა რიწის ქვაბული. აგებულია ზედაიურული კირქვებით, თიხებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია ფიჭვნარ-წიფლნარით, თხემზე სუბალპური ტყე და მდელოებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 437.