მიხო მოსულიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოსულიშვილი.
მიხო მოსულიშვილი
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1962(1962-12-10)[1] (60 წლის)
დაბადების ადგილი არაშენდა
საქმიანობა დრამატურგი, სცენარისტი, მთარგმნელი, ბიოგრაფი, გეოლოგი, რედაქტორი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, მოთხრობა, პიესა, სცენარი, მცირე პროზა და ესე
Magnum opus ვაჟა-ფშაველა, დიდი ძუ დათვი და ჩემო მეჟოლია
ჯილდოები ღირსების მედალი და გალა
ნათესავ(ებ)ი ლიგური მოსულიშვილი
ხელმოწერა
საიტი archanda.webs.com

მიხო (მიხეილ) ანზორის ძე მოსულიშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1962, არაშენდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი მწერალი, გეოლოგი, ღირსების მედლის კავალერი და გალას პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხო მოსულიშვილი დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. დედა, ციალა ზაქარიას ასული ვარაზაშვილი (17.02.1943 – 26.03.2022) იყო დიასახლისი, ხოლო მამა, ანზორ მიხეილის ძე მოსულიშვილი (4.04.1937 - 25.05.2021) კი მძღოლი.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, გეოლოგის სპეციალობით (გეოლოგიური აგეგმვა და სასარგებლო ნამარხთა ძებნა-ძიება)[2]. 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ტატა თვალჭრელიძის[3], ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო).

1986 წლიდან მიხო მოსულიშვილი მუშაობდა გეოლოგად ფშავში, 1991-2010 წლებში კი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, რომელთა შორის იყო პოლიტიკური პარტიების დაქვემდებარებაში მყოფი გამოცემებიც, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა; ხოლო 2010 წლიდან არის თავისუფალი მწერალი.

პირველი ნაწარმოები ტყის კაცი გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1984 წელს. გამოცემული აქვს რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების ოცამდე წიგნი. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე ტელევიზიასა და რადიოში.

მიხო მოსულიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია ლატვიურ, ინგლისურ, გერმანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

2004 წლიდან მიხო მოსულიშვილი იყო ოცამდე წიგნის რედაქტორი, მათ შორის, გოდერძი ჩოხელის ნოველების რჩეულისა და ბიძამისის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლიგური მოსულიშვილის მემუარებისა, თუმცა მის მიერ მომზადებული წიგნების უმეტესობა პოეტური და სადებიუტო კრებულებია[4].

2021 წლის „ლიტერატურული გაზეთის“ 23-ე (303), 10 - 23 დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა მიხო მოსულიშვილის ლექსები.[5]

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ „სამხედროს“ საცდელი ნომერი, 2009 წლის სექტემბერი
  • 1986-1991 საქართველოს გეოლოგიურ-გეოფიზიკური ექსპედიცია. ინჟინერ-გეოლოგი.
  • 1991-1993 საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთ „საქართველოს“ (მთავარი რედაქტორი ნოდარ გრიგალაშვილი) კორესპონდენტი.
  • 1993-1994 საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების გაზეთ „ერისიონის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.
  • 1994-1996 საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველო. უფროსი ლეიტენანტი.
  • 1996-2004 ჟურნალ „ცისკრის“ კრიტიკის განყოფილების გამგე.
  • 2002-2003 „იმედია-ჰოლდინგის“ ჟურნალ „იმიჯის“ ლიტერატურული თანამშრომელი.
  • 2003-2004 თარგმნიდა მხატვრულ ფილმებს ტელეკომპანიებისთვის „მზე“ და „რუსთავი 2“
  • 2004-2009 ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“[6] მოწვეული რედაქტორი.
  • 2009-2010 თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკური სამმმართველოს უფროსის მოადგილე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ „სამხედროს“[7] მთავარი რედაქტორი
  • 2010-დღემდე თავისუფალი მწერალი

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულად:

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობები, მინიატურები, პიესები, ლექსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანულად:

  • გედები თოვლქვეშ[11], გერმანულად თარგმნეს ირმა შიოლაშვილმა და იოახიმ ბრიტცემ – Schwäne im Schnee[12] Übersetzung aus dem Georgischen von Irma Schiolaschwili und Joachim Britze. Kaukasische Bibliothek. (Hrsg. Uli Rothfuss und Traian Pop) Band 16. (Georgien). ISBN 978-3-86356-170-3, Pop Verlag, Ludwigsburg, 2017

თურქულად:

  • ზამთარმა მოიქნია კუდი (თურქ. Mart kapıdan baktırır) მოთხობების კრებულში: „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ (არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან), თურქულად თარგმნა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა, (თურქ.: Sessiz Harfler Antolojisi[13] - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler), 2017, ISBN 978-605-84-7873-2

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჩემო მეჟოლია“ ლატვიურ ენაზე, 2016 წელი

ქართულად:

გერმანულად:

  • საშობაო ბატი კომშით, გერმანულად თარგმნა მაია ლიპარტელიანმა – Weihnachtsgans mit Quitten von Micho Mosulischwili im buch: "Zwischen Orient und Okzident" (Theaterstücke aus Georgien)[19], Verlag Theater der Zeit, 2015, ISBN 978-3-95749-061-2

ლატვიურად:

  • ჩემო მეჟოლია[20], ლატვიურად თარგმნა ნინო იაკობიძემ – Miho Mosulišvili Mana Sarkanrīklīte (Skumja, ïoti skumja komçdija), Vitola izdevnieciba, Latvia, 2016, ISBN 978-9934-554-06-3

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალური პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგმნილი და ინსცენირებული პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საზღვრები — ლეონიდ ზორინის „ვარშავული მელოდიის“ მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრის „ახალი სცენა“, რეჟისორი გიორგი (გოგა) ოსეფაშვილი, 2014
  • მსუქანი ბიჭი ნატურმორტში — იონ საპდარუს სევდიანი კომედია ორ მოქმედებად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „ახალი სცენა“[27], რეჟისორი იონ საპდარუ[28], 2015
  • პინოკიოს თავგადასავალი — კარლო კოლოდის საბავშვო რომანის ინსცენირება, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრი[29], რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, 2016

რადიოთეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ღირსების მედალი
საქართველოს ღირსების მედალი
  • ღირსების მედალი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132[32] (ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში), 1998
ეფექტური მარკეტინგის კონფერენციის ჯილდოს ვერცხლის პრიზის სერტიფიკატი გამომცემლობა „უსტარს“ მიხო მოსულიშვილის რომანისათვის „ჰელესა“, 27 აგვისტო, 2012, პორტლენდი, ორეგონი, აშშ
  • საქტელერადიო კომიტეტის პრემია რადიოპიესისათვის ტყის კაცი, 1987
  • პირველი პრემია თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ „ბესტსელერის“ ლიტერატურულ კონკურსში, რომანისთვის უჟამო ჟამის რაინდი, 1998.
  • საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის, „ბეკარის“ (ლიტერატურული ნაწარმოებები მუსიკაზე) პრემია ნომინაციაში „ჯაზი და როკ-მუსიკა: პროზა“ მოთხრობისათვის ურაკპარაკი (Глухомань — მთარგმნელი მაია ბირიუკოვა), 2005, მოსკოვი.
  • ლიტერატურული კონკურსის „ფორმულა-ნლო“-2006-ის (პროზა) დიპლომი და პრემია, 31 დეკემბერი, 2006, ათენი.
  • ლიტერატურული კონკურსის „ხერთვისის“ პრემია (პროზა) და სკულპტურა, 8 დეკემბერი, 2007, თბილისი.
  • გალა (ლიტერატურული პრემია) ბიოგრაფიული რომანისათვის „ვაჟა–ფშაველა“[33], 2011
  • ვერცხლის პრიზი გამომცემლობა "უსტარს" კინორომანისათვის “ჰელესა” (სინოპსისით) ეფექტური მარკეტინგის ჯილდოს კონფერენციაზე (The Summit Marketing Effectiveness Award) ნომინაციაში: “მცირე ბიუჯეტი”, 27 აგვისტო, 2012, პორტლენდი, ორეგონი, აშშ
  • თუმანიშვილის სახელობის ფონდის, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის „ახალი ქართული პიესა 2012“-ის პრიზი პიესისათვის ვაჟა-ფშაველა, 12 დეკემბერი, 2012
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებელის“, ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მიერ და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით მეოთხედ გამართული ლიტერატურული კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელისთვის“ პირველი ადგილი[34] მოთხრობისათვის „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისათვის“ (21 განცხადება სამნაწილიანი მოთხრობისთვის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მე-11 საფორტეპიანო სონატის (ლა-მაჟორი) თანხლებით)[35], 30 სექტემბერი, 2019
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორი გიორგი სოსიაშვილის მიერ დაარსებული და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მეორედ გამართული ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“[36] მთავარი პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ მოთხრობისათვის „ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“, 22 ივლისი, 2022
  • პირველი ადგილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა“[37] და ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკის“ მიერ ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსზე „ლილე-2022“[38], მოთხრობისათვის „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“, 30 სექტემბერი, 2022; იგიგვე პრიზი „ლილე 2023“-ზე, მოთხრობისათვის „ჯავახეთის ფამფარულა, ჩემი...“, 11 სექტემბერი, 2023

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯალიაშვილი მ., ლიტერატურული წერილები, თბ., წყაროსთვალი, 2006 - ISBN 99940-899-0-0
  • ჯაველიძე ე., უკეთუ სულითა (ლიტერატურული წერილები), თბ., მერანი, 1989
  • ბენაშვილი გ., ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები, თბ., მერანი, 1989
  • გრიგალაშვილი ნ., ზრუნვის საგანი (ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები), თბ., მერანი, 1988

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Library of Congress Library of Congress Name Authority File
  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი
  3. ტატა /ტატიანა/ თვალჭრელიძე
  4. რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, 2004-2016
  5. „ლიტერატურული გაზეთი“, # 23 (303), 10 - 23 დეკემბერი, 2021
  6. ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“
  7. „სამხედრო“ — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჟურნალი
  8. http://www.wix.com/mimos77/helessa
  9. Mixo Mosulišvili (2015), Chemo Mezholia, Tbilisi, Georgia: David Abuladze, Ekaterina Chkadua, http://openlibrary.org/books/OL25774806M/Chemo_Mezholia
  10. „სიჩუმეს ვხედავ...“
  11. „გედები თოვლქვეშ“ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში
  12. Micho Mossulischwili: Schwäne im Schnee
  13. „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ თურქულად
  14. თეთრი ლაშქარი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  15. მხიარული დამბაჩა, ანუ ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-08. ციტირების თარიღი: 2011-01-16.
  16. არავის ვეყმოთ.... დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-18. ციტირების თარიღი: 2012-12-29.
  17. ფლიუგერი არსაით
  18. Group of authors (2012), [[1] 9 Plays VS Violence], ESPO, [2]
  19. Zwischen Orient und Okzident (Theaterstücke aus Georgien)
  20. „ჩემო მეჟოლია“ ლატვიურად
  21. „მეცამეტე ექსპერიმენტული“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  22. „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-08. ციტირების თარიღი: 2011-01-16.
  23. Сказка об украденном Новом годе
  24. „მხიარული დამბაჩა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-08. ციტირების თარიღი: 2011-01-16.
  25. „საშობაო ბატი კომშით“, ილიაუნის თეატრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2013-07-21.
  26. „არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-18. ციტირების თარიღი: 2012-12-29.
  27. „მსუქანი ბიჭი ნატურმორტში“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-01. ციტირების თარიღი: 2021-01-16.
  28. იონ საპდარუ - მსახიობი, თეატრის რეჟისორი და დრამატურგი
  29. „პინოკიოს თავგადასავალი“
  30. რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე (1948-2008)
  31. „ჟიკჟიკობა ღამე“ (რადიოდადგმა)
  32. ჟურნალ „ცისკრის“ თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
  33. Gala (literary prize) winner book: Vazha-Pshavela. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-04. ციტირების თარიღი: 2011-10-20.
  34. საუკეთესო ათეული – მასწავლებლებისთვის
  35. მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისათვის
  36. ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“
  37. ენერგოეფექტურობის ცენტრი (EEC)
  38. ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2022“