ვიქტორ პელევინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ პელევინი
დაბ. თარიღი 22 ნოემბერი 1962(1962-11-22)[1] (55 წელი)
დაბ. ადგილი მოსკოვი[2]
საქმიანობა მწერალი[2] , რომანისტი, სცენარისტი და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი
ენა რუსული ენა[3]
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
ალმა-მატერი მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი
ჟანრი პროზა
საიტი pelevin.nov.ru

ვიქტორ ოლეგის ძე პელევინი (რუს. Ви́ктор Оле́гович Пеле́вин; დ. 22 ნოემბერი, 1962, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი მწერალი, „მცირე ბუკერის“ (1993) და „ეროვნული ბესტსელერის“ (2004) პრემიების ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1962 წლის 22 ნოემბერს, მოსკოვში.

1979 წელს დაამთავრა მოსკოვის # 31-ე საშუალო ინგლისური სკოლა. შევიდა მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში, მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1985 წელს. იმავე წის აპრილში მიიღეს ამავე ინსტიტუტის ელექტორნული ტრანსპორტის ინჟინრის თანამდებობაზე. მსახურობდა სამხედრ-საჰაერო ძალებში. 1987 წელს პელევინი შევიდა ამავე ინსტიტუტის დაუსწრებელ ასპირანტურაში, მაგრამ დისერტაცია არ დაუცავს.

1989 წელს პელევინი სწავლობდა გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, დაუსწრებელ განყოფილებაზე, მიხაილ ლობანოვის პროზის სემინარზე). 1991 წელს აქედან გარიცხეს, მწერლის სიტყვით, აქ სწავლას მისთვის არაფერი მიუცია.

ლიტინსტიტუტში სწავლისას გაცნობილმა მეგობრებმა ალბერტ ეგაზაროვმა და ვიქტორ კუპლემ დააარსეს თავიანთი გამომცემლობა, რომლისთვისაც პელევინმა როგორც რეაქტორმა მოამზადა ამერიკელი მწერლისა და მისტიკოსის, კარლოს კასტანედას სამტომეული.

1989 წლიდან მუშობდა ჟურნალ „მეცნიერება და რელიგიაში“, სადაც ამზადებდა პუბლიკაციებს აღმოსავლურ მისტიციზმში. ამავე წელს ამ ჟურნალში დაიბეჭდა პელევინის პირველი მოთხრობა „ჯადოქარი იგნატი და ადამიანები“[4].

1992 წელს პელევინმა გამოსცა თავისი მოთხრობების პირველი კრებული „ცისფერი ფარანი“. წიგნი ჯერ შეუმჩნეველი დარჩა კრიტიკისთვის, თუმცა ერთი წლის შემდეგ ამ წიგნისთვის მიიღო ბუკერის მცირე პრემია, ხოლო 1994 წელს - პრემიები „ინტერპრესსკონი“ და „ოქროს ლოკოკინა“.

პელევინი მრავალგზის აღნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი გმირები ღებულობენ ნარკოტიკებს, თავად ნარკომანი არ არის, თუმცა ახალგაზრდობაში საკუთარ თავზე სცდიდა ნივთიერებებს, რომლებიც ცნობიერებას აფართოებს.

არ ჰყავს ცოლი. 2000 წლის მონაცემებით ცხოვრობდა მოსკოვში, ჩერტანოვოს რაიონში. სოციალურ ქსელებში არა აქვს პირადი გვერდები.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1992 — ომონ რა
  • 1993 — მწერების ცხოვრება
  • 1996 — ჩაპაევი და სიცარიელე
  • 1999 — Generation «П»
  • 2003 — რიცხვები
  • 2004 — მაქციას წმინდა წიგნი
  • 2005 — საზარლობის მუზარადი
  • 2006 — Empire V
  • 2009 — t
  • 2011 — S.N.U.F.F.
  • 2013 — ბეტმან აპოლლო
  • 2014 — სამი ცუკერბრინის სიყვარული
  • 2015 — ზედამხედველი
  • 2016 — მათუსალას ლამპა, ანუ ჩეკისტების უკიდურესი ბრძოლა მასონებთან

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990 — განდგომილი და ექვსთითა
  • 1991 — სახდაგეგმვის პრონცი
  • 1993 — ყვითელი ისარი
  • 1989 — ჯადოქარი იგნატი და ადამიანები
  • 1990 — შურისძიების იარაღი
  • 1990 — რეკონსტრუქტორი
  • 1991 — ცნობები ნეპალიდან
  • 1991 — ვერა პავლოვას მეცხრე სიზმარი
  • 1991 — მებულდოზერეს დღე
  • 1991 — მიტელშპილი
  • 1991 — ცისფერი ფარანი
  • 1992 — ნიკა
  • 1993 — ქვედა სამყაროს ზანზალაკი
  • 1993 — ზედა სამყაროს ზანზალაკი
  • 1993 — ზიგმუნდი კაფეში
  • 1993 — სახეობათა წარმოშობა
  • 1994 — ტარზანკა
  • 1995 — ფაფახები კოშკებზე
  • 1997 — ბერძნული ვარიანტი
  • 2001 — Time Out
  • 2003 — აკიკო
  • 2005 — Who by fire
  • 2008 — მკვლელი
  • 2010 — ოპერაცია «Burning Bush»

ქართულად თარგმნილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 - «Generation П[13], რეჟისორი ვიქტორ გინზბურგი. ბიუჯეტი 7,5 მილიონი დოლარი.
  • 2015 - ბუდას ნეკა თითი, გერმანული ეკრანიზაცია რომანისა „ჩაპაევი და სიცარიელე“.

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1992: ბუკერის მცირე პრემია, კრებულისთვის „ცისფერი ფარანი“
  • 1997: სტრანნიკი-97, რომანისთვის „ჩაპაევი და სიცარიელე“
  • 2000: რიჰარდ შენფელდის პრემია, გერმანია, რომანისთვის «Generation P».
  • 2001: ნონინო-2011
  • 2003: აპოლონ გრიგორევის პრემია
  • 2004: ეროვნული ბესტსელერი
  • 2010: ეროვნული ლიტერატურული პრემია „დიდი წიგნი“, რომანისთვის t

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა ბუდისტური მოტივებისა, კრიტიკოსები აღნიშნავენ პელევინის მიდრეკილებას პოსტმოდერნიზმისა და აბსურდიზმისკენ. ასევე მოიხსენიება ეზოთერული ტრადიციისა და სატირული სამეცნიერო ფანტასტიკის წარმომადგენელი მწერლების გავლენა.

პელევინის წიგნები თარგმნილია მსოფლიოს ძირითად ენებზე.

როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ, პელევინი არ შედის რომელიმე ლიტერატურულ ჯგუფში, არ ჩნდება საზოგადოებაში, იშვიათად იძლევა ინტერვიუებს და ისიც ინტერნეტიდან. ამის გამო ამტკიცებენ, რომ ეს მწერალი საერთოდ არ არსებობს და მის მაგივრად წერს ავტორთა ჯგუფი ანდა კომპიუტერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #120925354 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. http://data.bnf.fr/ark:/12148/cb124748342
  4. „ჯადოქარი იგნატი და ადამიანები“
  5. ალმანახი „ქართულად ნათარგმანები“ (თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა 1987-2001 წ.წ.
  6. „იძინე“
  7. „ლურჯი ფარანი“
  8. ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“, 2005. N12(15), გვ. 128-132
  9. ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“, 2010. აგვისტო, N8(71), გვ.159-164
  10. კრებული მეორე: „რა არის თავისუფლება?“, თბ. გამომც. მოქალაქე, 2015
  11. ვიკტორ პელევინი — „სამი ცუკერბრინის სიყვარული“, თბ., გამომც. პალიტრა L, 2017, ISBN 978-9941-24-628-9
  12. ვიქტორ პეევინი — „ჩაპაევი და სიცარიელე“, თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2017
  13. GENERATION П (ფილმი)