ანდრო ენუქიძე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ანდრო ენუქიძე | |
---|---|
![]() ანდრო ენუქიძე | |
დაბადების თარიღი |
9 იანვარი, 1965 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ჯილდოები | „ოქროს ნიღაბი“ (2000 წ.); „გრან პრი“ დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე (2005 წ.) |
ანდრო ვლადიმერის ძე ენუქიძე (დ. 9 იანვარი, 1965, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, დრამატურგი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცნობილი ქართველი თეატრის რეჟისორი ანდრო ენუქიძე დაიბადა 1965 წლის 9 იანვარს.
1987 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძისა და თემურ ჩხეიძის სახელოსნო).
არის ორმოცზე მეტი სპექტაკლის ავტორი, რომლებიც დადგმული აქვს რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, რუსთავის, ჭიათურის, გრიბოედოვის, „თეატრი ათონელზე“ და თავისუფალ და ბათუმის თეატრებში. აგრეთვე უცხოეთში: ოპულის კოხანოვსკის სახელობის, ქალაქ ვროცლავის სპულჩესნის, ნოვოსიბირსკის თეატრში "ძველი სახლი", ომსკის მეხუთე და ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრებში.
დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (რუსთაველის თეატრი), 1994 წ.
- „სოლომონი“ (დავით კლდიაშვილის მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრი)
- ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ (სპულჩესნი თეატრი)
- დავით კლდიაშვილის „მსხვერპლი“ (მერაბ კოსატავს სახელობის თეატრი)
- ფრიდრიხ დიურენმატის „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი“ (რუსთავის თეატრი), 1990 წ.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ტურდეში მომხდარი ამბავი“ (ხორხე ლუის ბორხესის მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1998 წ.
- იუკიო მიშიმას „ჩემი მეგობარი ჰიტლერი“, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999 წ.
- „წვრილ ვარსკვლავთა ღამე“, ტელესერიალი (45 სერია), სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, კობა ცხაკაია, იოსებ მჭედლიშვილი; თანარეჟისორი: კობა ცხაკაია; საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999 – 2000 წ.წ.
პიესები და სცენარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ხვალ პრემიერაა“ (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, მიხო მოსულიშვილთან თანაავტორობით), 1989 წ.
- „მეცამეტე ექსპერიმენტული“ (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, მიხო მოსულიშვილთან თანაავტორობით), 1991 წ.
- „ქალები ნისლში“, 1998
- „ანგელოზი ჩემოდნით“ (სცენარის სინოფსისი), ჟურნალი „ცისკარი“, # 5, 2002 წ.
- (По мотивам «Записок из мертвого дома» в одном, а может, и в двух действиях), 2005 წ.
- „Fast food“ (საკუთარი პიესა), დაიდგა ავთანდილ ვარსიმაშვილის „თავისუფალ თეატრში“ – 2010 წ.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის „ხვალ პრემიერაა“ (თანაავტორი მ. მოსულიშვილი), 1989;
- საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის „მეცამეტე ექსპერიმენტული“ (თანაავტორი მ. მოსულიშვილი), 1991 წ.
- სპექტაკლისთვის „კაცია - ადამიანი?!“ (დადგა რობერტ სტურუასთან ერთად) 2000 წელს გახდა რუსთავში გამართული თეატრალური ფესტივალის, „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი, ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა“.
- ასევე არის ტრაპიზონის შავი ზღვის აუზის ქვეყნების თეატრალური ფესტივალის ლაურეატი (2002-2005 წწ.).
- 2005 წელს ქალაქ ნოვგოროდში, დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლისათვის მიენიჭა „გრან პრი“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანდრო ენუქიძე დაარქივებული 2018-01-11 საიტზე Wayback Machine.
- DOSTOYEVSKY.RU По мотивам "Записок из Мёртвого дома" Ф.М.Достоевского დაარქივებული 2010-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Премьера спектакля "Достоевский.ru" დაარქივებული 2005-05-28 საიტზე Wayback Machine.
- "Акулькин муж", Николай ЖЕГИН, «Омск театральный» №3(25) დაარქივებული 2010-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Так всё-таки достоевский или dostoyevsky. ru?
- "Вечерний Новосибирск", 04.12.07
- КАК РАСКРУТИТЬ МАГИЮ ТЕАТРА, Безирганова Инна დაარქივებული 2020-09-19 საიტზე Wayback Machine.
- Режиссер Андро Енукидзе (Грузия): "У меня нет права учить! У меня есть право задавать вопросы", Стасислав Якушевич[მკვდარი ბმული]
- Andro Enukidze. Teatrul este sacerdotiu დაარქივებული 2010-12-26 საიტზე Wayback Machine.
- Blestemata Macbeth, de Raluca Avram დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- გიულენური მისტერია
- Андро Енукидзе დაარქივებული 2011-03-14 საიტზე Wayback Machine.
- Енукидзе Андро Владимирович დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.
- Как летают в Германии? დაარქივებული 2008-03-30 საიტზე Wayback Machine.
- Достоевский. ru დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.