ფრენა უკასროდ
„ფრენა უკასროდ“ | |
---|---|
(სახელმძღვანელო გერმანიაში წამსვლელთათვის) | |
![]() „ფრენა უკასროდ“, ყდა, 2011 | |
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
რედაქტორი | ბაკურ სულაკაური |
ენა | ქართული |
სერია | ახალი ქართული პროზა |
თემა | ქართველი ემიგრანტების ცხოვრება გერმანიაში |
ჟანრი | პოსტმოდერნისტული, პიკარესკული რომანი |
გამომცემელი | „სულაკაური“, „გუმბათი-2007“ |
გამოცემის თარიღი | 2001 და 2011 |
გვერდი | 212 |
წინამორბედი | უჟამო ჟამის რაინდი, 1998 |
მომდევნო | ბენდელა (დოკუმენტური რომანი), 2003 |
ISBN | 99928–914–2–4 და 978-9941-0-3160-1 |
ფრენა უკასროდ — ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატის, მიხო მოსულიშვილის თაღლითური, იგივე პიკარესკული რომანი, პოსტმოდერნისტულად ორგანიზებული, არასწორხაზოვანი თხრობით და ქალაქური ჟარგონის გამოყენებით.
სათაური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანის სათაური „ფრენა უკასროდ“ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს „ფაუსტის“ პერიფრაზია: დოქტორ ფაუსტს ცაში გასაფრენად აუერბახის სარდაფის ღვინის კასრი სჭირდებოდა, ჩვენს გმირებს კი ასეთივე გაფრენისთვის მარიხუანით შეკეთებული ამერიკული „ჯოინტიც“ ჰყოფნით.
თხრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანს საფუძვლად უდევს ქართველი ემიგრანტების ცხოვრება გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ავტორის ირონიული ხედვით გამორჩეული, ჟანრულად რთული და, მიუხედავად ამისა, წასაკითხად იოლი და ხალისიანი თხრობა, რომელითაც ნაწარმოები დაყოფილია არა "თავებად", არამედ "მოყოლილებად", ასახავს ქართველი ემიგრანტის ცხოვრებას გერმანიის ლტოლვილთა ბანაკებში.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანის მოქმედება ხდება მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარზე. გერმანიაში მოგზაურობისას პერსონაჟები ხვდებიან თავიანთი დიდი ქართველი წინაპრების სულებს, რომლებიც ამავე ადგილებში მოღვაწეობდნენ (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დავით გურამიშვილი). ვაიმარში კი გოეთესა და შილერის სკულპტურები ცოცხლდებიან, რომანის გმირებს, ქართველ და ნიგერიელ ნარკო-ვაჭრებს ეკამათებიან, და იმავე კამათში მონაწილეობას იღებს ნიგერიელი ღმერთების მამამთავარი, ოლოკუნი.
საბოლოოდ, ინტერნაციონალური არამზადების ჯგუფის მოღვაწეობა მარცხით მთავრდება — რომანტიზირებულ ავაზაკობას წინ აღუდგება გერმანული სასამართლო მანქანა და „აზულიანტებს“ თავ-თავიანთ ქვეყნებში გააძევებენ. როგორც ირკვევა, არც გერმანიაა წარმოჩენილი რომანში იდეალურ სამყაროდ, ვინაიდან არამზადებს გერმანიაში თავიანთი შავ-ბნელი საქმეების თანამზრახველები ჰყავთ და, გარდა ამისა, არც დასავლური ცივილიზაციაა ისეთი რამ, რისი მორყევაც შეუძლებელია.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პუპა (პავლე) კოღუაშვილი
- დიტო (დიმიტრი) ქინქლაძე
- კახა ბურნაძე
- ბოზო ანჩიბუა ოდუდუვუა
- საფა ჩუკუ ჩუკუ
- ანანკე ორო კააიია
- მარიშკა „პალმით“
- ვილლი ზაბელიკუსი
- ოტტო ფონ ურიანი
- კრისტინ შვერდტლაინი
რომანის გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2001 წ. — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა[1].
- 2011 წ. — გამომცემლობა „გუმბათი-2007“[2]
- 2012 წ. — ელექტრონული გამომცემლობა „ლითერასი“[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mixo Mosulišvili (2001), Pʻrena ukasrod, Tʻbilisi: Bakur Sulakauris gamomcʻemloba, ISBN 9992891424, OCLC 50646027, 9992891424, http://openlibrary.org/books/OL3660238M/Pʻrena_ukasrod
- ↑ Mixo Mosulišvili (2011), Pʻrena ukasrod, Tbilisi, Georgia: Gumbati-2007, http://openlibrary.org/books/OL24988617M/Pʻrena_ukasrod
- ↑ [1] „ფრენა უკასროდ“ (რომანი), გამომცემლობა ლითერასი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ფრენა უკასროდ“ დაარქივებული 2017-12-20 საიტზე Wayback Machine.
- ანდრო ენუქიძე „როგორ დაფრინავენ გერმანიაში?“
- „ფრენა უკასროდ“ (კითხულობს ავტორი)
|