ვაჟა-ფშაველა (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა (მითო-რიტუალური პიესა)
Vazha-Pshavela-2013.jpg
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები ვაჟა, სამძიმარი, ანიკო, ნინო, შიო, სანდალა, მინანი, ბერი გიორგი
ენა ქართული
თემა სიკეთე და ბოროტება
ჟანრი დრამა
მოქმედების ადგილი ტფილისი, წმინდა ნინოს სამხედრო ლაზარეთი, პალატა ოფიცრების განყოფილებაში, მეოთხე სართულზე

ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა — მითო-რიტუალური პიესა ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად, ჟანრობრივად ფსიქოდრამა, დაწერილი 2011-2012 წლებში მიხო მოსულიშვილის მიერ.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჟა — ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი. გაბრაზებისას ამბობს ხოლმე სიტყვას „საკრამენტო“. Sacramento არსებითი სახელია იტალიურადაც და ესპანურადაც, და „საიდუმლოს“ ნიშნავს.
  • სამძიმარიქაჯის ქალი, ყელ-ღილიანი და ოქროს თმა-ქოშიანი, ხახმატის ჯვრის, იგივე ხახმატის წმინდა გიორგის მიერ ქაჯეთიდან წამოყვანილი და მისი მოდე. შეიძლება, უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, როგორც წაწალი.
  • ანიკო — მოწყალების და ანიკო კობიაშვილი, უყვარს წითელი ღვინო.
  • ნინო — მოწყალების და ნინო ვაშაკიძე-ციციშვილი.
  • შიოშიო მღვიმელი, ვაჟას მეგობარი.
  • სანდალა — ალექსანდრე პავლეს ძე რაზიკაშვილი, ვაჟას პატარა ძმა.
  • მინანი — სულის მატირალი, ქადაგი ქალი, ხელზე სამაჯურით.
  • ბერი გიორგი — მუხის ანგელოზი, ცას აბია ოქროს შიბით (თოკის კიბით) და თიბავს კიდეც. ვაჟა, მინანი და სამძიმარი ხედავენ, სხვები - ვერა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟა-ფშაველა ტფილისის წმინდა ნინოს სამხედრო ლაზარეთში, 1915

მითო-რიტუალური პიესა „ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა“ მოგვითხრობს ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაზე.

მოქმედების დრო: ბოლო წამები 1915 წლის 27 ივლისის 19.00 საათამდე, - ეს არის ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის ბოლო წამები.

მოქმედების ადგილი წარმოადგენს ტფილისის წმინდა ნინოს სამხედრო ლაზარეთს, პალატას ოფიცრების განყოფილებაში, მეოთხე სართულზე, სადაც ლაშარის ხატის წმინდა მუხაც დგას. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ ვაჟა-ფშველას რეალობა და წარმოსახვა ერთ მთლიანობაში არის წარმოდგენლი.

თუკი, ერთი მხრივ, ავადმყოფ ვაჟასთან ახლობლები (მათ შორის, ნიკო ფიროსმანაშვილი) და მედდები არიან, მეორე მხრივ სამძიმარი (ქაჯის ქალი, ყელ-ღილიანი და ოქროს თმა-ქოშიანი, ხახმატის ჯვრის, იგივე ხახმატის წმინდა გიორგის მიერ ქაჯეთიდან წამოყვანილი და მისი მოდე. შეიძლება, უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, როგორც წაწალი) გამოეცხადება ვაჟას და ცდილობს, ქაჯავეთში წაიყვანოს, რასაც ხელს უშლიან მინანი (სულის მატირალი, ქადაგი ქალი) და ბერი გიორგი (მუხის ანგელოზი, ცას აბია ოქროს შიბით (თოკის კიბით) და თიბავს კიდეც).

კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ასპარეზად არსთა გამრიგეს სწორედ ვაჟა აურჩევია, უკვე ეს სტრიქონებიც უთქმევინებია: „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა“ და ჩვენ ამ პიესიდან გავიგებთ, ვაჟა-ფშაველა უფსკრულს აირჩევს თუ პირიმზეს...

დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიზი თუმანიშვილის სახელობის ფონდის[2], თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის[3] და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის ,,ახალი ქართული პიესა 2012"-ის[4] კონკურსზე (ჟიური: მანანა ანთაძე, მანანა ანასაშვილი, ირინა ღოღობერიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, ნიკა წულუკიძე).

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2013 წ. — „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი, გამომცემლობა „მიმოსი“[5]
  • 2013 წ. — „ლიტერატურული პალიტრა“, # 4 (აპრილი), #5 (მაისი)
  • 2013 წ. — კრებულში „ქართული პიესა 2012“, გამომცემლობა „კენტავრი“, თბ., გვ. 158-236, ISBN 978-9941-9331-2-7

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]