ჟიკჟიკობა ღამე
| ჟიკჟიკობა ღამე | |
|---|---|
|
| |
| ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
| პერსონაჟები | ოლა, ილა, ილიკო |
| პრემიერა | 2009-2010 |
| პრემიერის ადგილი | თბილისი |
| ენა | ქართული |
| თემა | პიესა ომის შემდეგ იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ომში უსაფლაოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზე |
| ჟანრი | მენიპეა |
| მოქმედების ადგილი | არჩანდის სასაფლაო |
ჟიკჟიკობა ღამე (მენიპეა ერთ სცენად) — პიესა, ჟანრობრივად სევდიანი დრამა, დაწერილი 2009-2010 წლებში მიხო მოსულიშვილის მიერ.
პიესის ეპიგრაფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ პიესას წინ უძღვის ვაჟა-ფშაველას სტრიქონები პოემიდან „ალუდა ქეთელაური“:
„დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა; დროა ვარსკვლავთა ჟიკჟიკის, მცვრევა ბალახზედ ნამისა, მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის, დრო მათ სიმღერის წყნარისა. [1]“ |
სინოპსისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიესა ომის შემდეგ იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ომში უსაფლაოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზე.
აღდგომის ღამეს თავისი პაპა-ბებიის სასაფლაოზე, მეუღლისა და დედის თანხლებით მისულ ილიკოს გარდაცვლილი ბებია ოლა და პაპა ილა გამოეცხადებიან.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღდგომის ღამეს, რომელსაც ჟიკჟიკობა ღამეს ეძახიან იქაურები, ილიკო დედამისთან და მეუღლესან ერთად გადის თავისი პაპა-ბებიის სასაფლაოზე. მას ესმის წინაპრების ლაპარაკი, რაც მისთვის ისაა, რასაც სამშობლო ჰქვია.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოლა — გარდაცვლილი ბებია.
- ილა — გარდაცვლილი პაპა.
- ილიკო — ჯერ ცოცხალი შვილიშვილი.
დადგმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რადიოთეატრი, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, ხმის ოპერატორი ბაკო ხვიჩია, 2018
- ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შარიქაძე, 2024 წლის 9 მარტი
გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2010 წლის 16-24 აპრილი — „ლიტერატურული გაზეთი“, #24, გვერდები 6-7[2]
- 2010 წ. — წიგნში „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან“.[3] ISBN 978-99940-60-87-0
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „ალუდა ქეთელაური“. მესამე თავი.
- ↑ „ჟიკჟიკობა ღამე“ (პიესის ტექსტი „ლიტერატურული გაზეთის“ 2010 წლის 16-24 აპრილის 24-ე ნომერში)
- ↑ Mixo Mosulišvili (2010), Titqmis picaso da cota boskhi, marjvnidan, Tbilisi, Georgia: Saari, http://openlibrary.org/books/OL24988611M/Titqmis_picaso_da_cota_boskhi_marjvnidan
| ||||||||||||||