ლალი კიკნაველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლალი კიკნაველიძე
220პქ
ლალი კიკნაველიძე, 2011
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1969 (1969-05-12) (50 წლის)
თბილისი, საქართველო
რეზიდენცია თბილისი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თსუ
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 2003 – დღემდე

ლალი კიკნაველიძე (დ. 12 მაისი, 1969, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1969 წლის 12 მაისს, თბილისში.

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიისა და კინოდრამატურგიის ფაკულტეტები.

1998-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე რეჟისურის სპეციალობით.

2002-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში, სარეჟისორო ჯგუფის რეჟისორის ასისტენტად. 2003 წლიდან იყო პირველი კლასიკური გიმნაზიის დამდგმელი რეჟისორი.

2008 წლიდან არის შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა ფროდაქშენის“[1] დამფუძნებელი და დირექტორი.

ჰაუგესუნდის კინოფესტივალის კატალოგიდან, 2016

2015 წელს შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა პროდაქშენის“ ბაზაზე, ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერისა და კინორეჟისორის მონაწილეობით, მიხო მოსულიშვილმა საკუთარი რომანის „დიდი ძუ დათვი“ მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი[2], რომელიც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის[3], საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში“[4] (საექსპერტო კომისიის წევრები: ლევან ბერძენიშვილი, ნანა ჯორჯაძე, ვაჟა გიგაშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჩუბინიშვილი, ლელა ოჩიაური, დავით გაბუნია, მანანა ანასაშვილი).

კანის ფესტივალის ექსპერტები იზაბელ ფოვიე[5] და ნიკოს პანაიოტოპულოსი[6] ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად მუშაობდნენ სცენარების განვითარებაზე[7].

2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ჰაუგესუნდის ინტერნაციონალური კინოფესტივალის[8] კოორდინატორის ოისტეინ ეგეს (Øystein Egge) შერჩევის შემდეგ, კინოპროექტი „დიდი ძუ დათვი“ ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერის მიერ წარდგენილი იყო ნორდიკის ერთობლივი პროექტების ბაზრობაზე[9]

ლალი კიკნაველიძის სხვა პროექტებიც და ფილმებიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, კინო მარკეტებსა და ტრენინგ-პროგრამებში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კახეთის მატარებელი (მხატვრული), 2018
  • განდეგილი[11] (ანიმაციური), 2011
  • ვაკუუმი (ანიმაციური), 2009

პროდიუსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კახეთის მატარებელი (მხატვრული), 2018
  • ჯინო (ანიმაციური), 2017
  • განდეგილი (ანიმაციური), 2011
  • ვაკუუმი[12] (ანიმაციური), 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]