არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა
Aravis vekmot.jpg
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ქალი
პრემიერა 2010
პრემიერის ადგილი ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი
ენა ქართული
თემა იმპერიის წინააღმდეგ
ჟანრი დრამა
მოქმედების ადგილი სანკტ პეტერბურღი, საქართველო

არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისაპიესა რვა სცენად, ჟანრობრივად დოკუმენტური დრამა, დაწერილი 2010 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, – დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე.

ამ პიესაში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან.

პიესაში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც.

პიესაში დრამატულად გაცოცხლებულია სცენები მერაბ კერვალიშვილის წიგნიდან „სიკვდილის ქრონიკები ანუ წვიმის რექვიემი აფხაზეთის მთებში“[1] აფხაზეთის ომიდან; და ასევე გიორგი ყარყარაშვილის წიგნიდან „ეს ჩვენი სამშობლო იწვის“[2] რუსეთ-საქართველოს ომიდან.

მაშინდელი პრესის მასალების მიხედვით პიესაში წარმოდგენილი არიან 2008 წლის 11 აგვისტოს გამართული შინდისის ბრძოლის[3] გმირები: მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე.

პიესაში მთლიანად შედის ოთარ ჭილაძის მიერ „მეომართა ლიგის“ ყრილობაზე წარმოთქმული მოკლე სიტყვა – „გახსოვდეს, წინ მარადისობაა!“

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი
  • მეორე
  • მესამე
  • მეოთხე
  • ქალი

დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2010 წ. — „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან...“.[4]
  • 2010 წ. — „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი, გამომცემლობა „მიმოსი“[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]