სოსო ნემსაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოსო ნემსაძე
დაბ. თარიღი 7 მაისი, 1970 (1970-05-07) (49 წლის)
ოზურგეთი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
მეუღლე(ები) გვანცა ბუბუტეიშვილი
ჯილდოები

„დებიუტის“ მთავარი პრიზით (გრანპრი), „ყველაზე პერსპექტიული შემოქმედი“, 2005 2015 წელი "საუკეთესო რეჟისორი" სპექტაკლისთვის "დანტონი"

2016 წელის "გრან პრი" სპექტაკლისთვის "ალუბლის ბაღი"

სოსო დავითის ძე ნემსაძე (დ. 7 მაისი, 1970, ოზურგეთი, საქართველოს სსრ,სსრკ) — ქართველი რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სექციების სია

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოსო ნემსაძე დაიბადა 1970 წლის 7 მაისს, ოზურგეთში. დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, სარეჟისორო სპეციალობა; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტურა-სტაჟირება, სპეციალობით მსახიობის ხელოვნება.

მიღებული აქვს სერტიფიკატი კულტურის მენეჯმენტის კურსით. კულტურის ინსტიტუტის თეატრალური სახელოსნოს ასისტენტ-პედაგოგი (1997). 2000-2006 წლებში იყო. კულტურის ინსტიტუტის სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2002 წლიდან მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელად. 2008 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2013 - 2017 წლებში გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014 წლიდან „კომედიის ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. „საქართველოს რეგიონალური ხელოვნების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი (2014). მუშაობდა ა. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად, აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად, 2008 წლიდან ასოცირებულ პროფესორად.

დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახმეტელის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობუსის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიათურის კაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესხეთის (ახალციხის) ახალციხის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლნისის სახალხო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლო თეატრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საერთაშორისო სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების კონკურს-ფესტივალის „დებიუტის“ მთავარი პრიზით (გრანპრი),
  • „ყველაზე პერსპექტიული შემოქმედი“, 2005 წელი
  • წლის საუკეთესო რეჟისორი სპექტაკლისთვის "დანტონი" 2015 წელი
  • წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება "გრან-პრი" სპექტაკლისტვის "ალუბლის ბაღი" 2016 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]