სიკვდილი გუარამ მამფალისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიკვდილი გუარამ მამფალისა
Guaram Mampali.jpg
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები იოველი, გუარამ მამფალი, ნასრა, სატანა, ხმა ციდან
პრემიერა 1989
პრემიერის ადგილი რადიო FM 102.4. რადიო თეატრი
ენა ქართული
თემა ბრძოლა ტახტისათვის
ჟანრი დრამა
მოქმედების ადგილი ოპიზას მონასტერი, კლარჯეთი

სიკვდილი გუარამ მამფალისარადიოპიესა ექვს სცენად, პროლოგითა და ეპილოგით, ჟანრობრივად ისტორიული დრამა, დაწერილი 1989 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ. რადიოპიესაში გამოყენებულია გრიგოლ ხანძთელის სამი საგალობელი ნაწარმოებიდან „ძლევაჲ ჯვარითა ბარბაროზთა ზედა“.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იოველი — მოყურიადე, მსტოვარი
  • გუარამ მამფალი — ძე აშოტ I დიდი კუროპალატისა
  • ნასრა — გუარამის ძე
  • სატანა — ჯერ ამირა საჰაკის მონადყოფილის, გაბულოცის სახით ეცხადება გუარამ მამფალს, მერე კი ნასრას სახით.
  • ხმა ციდან

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის მოქმედება წარმოებს 882 წელს, ოპიზას მონასტერში, ისტორიულ კლარჯეთში.

ბიზანტიის იმპერიის მოიმედე ნასრა, მამის ნების წინააღმდეგ, აფხაზთა მეფესთან ერთად იბრძოდა შიდა ქართლის დასაპყრობად სომეხთა მეფისა და მისი მოკავშირის დავით I კურაპალატის წინააღმდეგ, რომლებიც ბაღდადის სახალიფოსგან ღებულობდნენ მხარდაჭრას.

881 წელს ნასრამ ვერაგულად მოკლა თავისი ბიძაშვილი დავით I კურაპალატი, რის გამოც ის სამშობლოდან ბიზანტიაში განდევნეს, ხოლო მამამისი, გუარამ მამფალი ოპიზას მონასტერში აღიკვეცა ბერად, რადგან მტრები ნასრას სიკვდილში თანამონაწილეობას აბრალებდნენ.

გუარამ მამფალს, იმის შიშით, რომ ისიც მოღალატე შვილთან არ გაიქცეს, მიჩენილი ჰყავს მოყურიადე (ჯაშუში) იოველი.

ერთ ღამესაც გუარამ მამფალს ჯერ გაბულოცი გამოეცხადება, შენი შვილი ნასრა ბიზანტიის ჯარით მოვიდა და წამოდიო. როცა გუარამი მას გაყვება, გაბულოცი ნასრას სახეს მიიღებს და სთხოვს ტახტისთვის ბრძოლაში მონაწილეობას, რომ ის გაამეფოს.

გუარამი ხვდება, რომ სატანასთან აქვს საქმე, რომელსაც მისი ცდუნება უნდა და ხმალს იშიშვლებს. სატანა და გუარამი უფსკრულის პირას იბრძვიან.

დილით მონასტრიდან დაკარგულ გუარამ მამფალის დამახინჯებულ გვამს ყვავ-ყორანის ცაში ტრიალის მიხედვით მიაგნებენ უსკრულის ფსკერზე.

დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1989 წლის 25 ოქტომბერი — რადიო თეატრი[1], საქართველოს რადიო FM 102.4, 44.27 წუთი, რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე, ხმის რეჟისორი რომეო ტერ-გრიგორიანი, მუსიკალური გაფორმება ლალი სეთურიძე, რედაქტორი შოვინა ქაცარავა, მონაწილეობენ: ირაკლი უჩანეიშვილი[2], გიზო სიხარულიძე, ედიშერ მაღალაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, თემურ ნაცვლიშვილი, გია ლეჟავა[3]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოპიესის ავტორმა რადიოსპექტაკლის დადგმიდან 19 წლის შემდეგ დაწერა მოგონება, სადაც ასე შეაფასა ირალი უჩანეიშვილის თამაში გუარამ მამფალის როლში:

ვიკიციტატა
„და რამდენიმე დღის შემდეგ, მონტაჟი რომ დამთავრდება, ერთად ვუსმენთ ამ რადიოსპექტაკლს, ვუსმენთ, ვუსმენთ და უკვე ვიცი, სულ ტყუილად უჩიოდა პიესაზე სამუშაო დროის ნაკლებობას…

ასეთი როლი ბატონ ირაკლის მართლა არსად უთამაშია – სულ სხვა შუქი და სინათლე მოუფენია გუარამ მამფალის სახისთვის. მე რომ არც მიფიქრია, ისეთი შუქი…

და რამდენსაც არ უნდა ჩიოდნენ ენაზე შემომჯდარ ეშმაკზე, იციან ხოლმე დიდმა მსახიობებმა ასეთი სასწაულების ჩადენა[4]

.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 — კრებულში „რადიოპიესები“, გამომცემლობა „ლომისი“, 1999, გვერდები 81—95

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]