თეთრი ლაშქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი ლაშქარი
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები პეტრე შალიკაშვილი, პოლკ. ვახანია, იბრაჰიმ ბეკ იდრისოვი, ჯიქი, უბაიდი, ბაგირა, გიურზა და სხვა.
პრემიერა 2005
პრემიერის ადგილი თბილისი
ენა ქართული
ჟანრი ტრაგიკომედია
მოქმედების ადგილი სოხუმის შემოგარენი

თეთრი ლაშქარი — ტრაგიკომედია აფხაზეთის ომზე, ორ მოქმედებად, დაწერილი 1997 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ, მისივე მოთხრობის „არღარა ეყივლოს ქათამსა“ (1996) მოტივებზე, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ დაეძებს პროფესორი პეტრე შალიკაშვილი თავის საომრად წასულ შვილს.

სათაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის სათაური მომდინარეობს გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან „ვერხვები“:

ვიკიციტატა
„ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი

და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,

ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი

აშრიალდება უშორეს ზღაპრად.“

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოლკოვნიკი ვახანია, „პანტერას“ მეთაური; იგივე მსახიობმა შეიძლება შეასრულოს მეორე როლიც — იბრაჰიმ ბეკ იდრისოვი, „ჯიგიტის“ მეთაური
  • ჯიქიუბაიდი
  • ნინძააკულა
  • არსაითიჯიბრაილი
  • ბაგირაგიურზა
  • რემბოკაზაკი
  • მანაგუაასსა
  • პეტრე შალიკაშვილი, პროფესორი
  • ჟანრი ქარდავა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
  • ჯერი ადამსი, ვიცე-პოლკოვნიკი.
  • ტომ სიბბერი, კაპიტანი.
  • ჩუმადანა, კაცი ჩემოდნით.

შაოსანი მშობლები, ოფიცრები, ჯარისკაცები.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის მოქმედება ხდება აფხაზეთის ომისას, 1993 წელს, ქალაქ სოხუმის შემოგარენში.

ქართულ სამხედრო ნაწილში, „პანტერაში“ ჩამოსული პროფესორი პეტრე შალიკაშვილი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი, ლევანი ერთ-ერთი ბრძოლისას დაღუპულა.

გაეროს სამხედრო დამკვირვებლების, ჯერი ადამსის და ტომ სიბბერის თანხლებით, პროფესორი მოწინააღმდეგის მხარეს გადადის შვილის გადმოსასვენებლად, სადაც ხვდება ჩეჩნური ბატალიონის, „ჯიგიტის“ მეთაურს იბრაჰიმ ბეკ იდრისოვს, რომელიც არის ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის პროტოტიპი.

პროფესორი შალიკაშვილი ხედავს, რომ ქართული და ჩეჩნური რაზმების მებრძოლები ერთმანეთს ძალიან დამგვანებიან: პოლკოვნიკი ვახანია, „პანტერას“ მეთაური ჰგავს „ჯიგიტის“ მეთაურს, იბრაჰიმ ბეკ იდრისოვს., ჯიქი — უბაიდს, ნინძა — აკულას, არსაითი — ჯიბრაილს, ბაგირა — გიურზას, რემბო — კაზაკს, მანაგუა კი ასსას.

იბრაჰიმ ბეკ იდრისოვს ფიცი აქვს დადებული, რომ ლევან შალიკაშვილის საფლავზე უნდა მოკლას მტრის მებრძოლები, რადგან შეტაკებისას მან ჩვიდმეტი მებრძოლი მოუკლა.

პეტრე შალიკაშვილი შვილის საფლავის თხრისას სამჯერ უარყოფს შვილს, თავზე იარაღით დამდგარ ბეკ იდრისოვს ეუბნება, რომ ეს მისი შვილი არ არის. პოლკოვნიკი ბეკ იდრისოვი შვილის გვამს გამოატანს და შინისკენ მიმავალ, ატირებულ პროფესორს ახსენდება, სამჯერ როგორ უარყო თავისი უფალი წმინდა პეტრემ.

პიესის შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ დოჩანაშვილი:

ვიკიციტატა
„ახლახან მიხო მოსულიშვილის პიესა წავიკითხე აფხაზეთის ომზე. ხომ ვიცით, როგორც განვიცდიდით აფხაზეთის ომს, მაგრამ ამ უაღრესად დიდმა პიესამ თავიდან კი არა, უფრო მეტადაც კი განმაცდევინა თითქოს უკვე განცდილი უბედურება; არადა, იქ რომ ვყოფილიყავით... მაშინ?...[1]

ერეკლე საღლიანი:

ვიკიციტატა
„იბრაჰიმი შეითან გურჯში პოულობს იმ თავისუფლებას, დღენიადაგ თავად რომ მიელტვოდა და რომ ვერ მისწვდა. დაინახა ის ვაჟკაცობა, თვით შემეცნებაში რომ აღარ ეტეოდა, დაინახა და იწამა. მან გულში უნდა გამოიგლოვოს ვაჟკაცი მტერი და ეს შეარიგებს მასთან. შეითან გურჯი და იბრაჰიმი ჯერ კიდევ სხვადასხვა სამყაროს მუხტის მატარებელნი არიან. ლევან შალიკაშვილმა თავისი საქციელით შეამზადა მოწინააღმდეგე გარდაქმნისათვის. ჩემი აზრით, ამ ნაწარმოების შექმნით ავტორმა არა მარტო ასახა დღევანდელი დღის მტკივნეული მოვლენა, არამედ გააგრძელა დიდი ვაჟა-ფშაველას ხაზი ქართულ მწერლობაში.[2]

დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეარტი „თეთრი ტალღა“, რეჟისორი გიორგი რატიანი, 2005[3]

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავტორის პიესების კრებულში „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან“[4], გამომცემლობა საარი, 2010
  • „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი, გამომცემლობა „მიმოსი“, 2012
  • „ლიტ.გე“-ს ელექტრონული წიგნები, გამომცემლობა „ლითერასი“, 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯუმბერ თითმერია „საუბრები“, გამომც. საარი, 2004, გვერდი 51, ISBN 99940-29-20-7
  2. ერეკლე საღლიანი — „დედამიწის ცოდვა მქონდეს, თუ ვტყუოდე“ (ინტერვიუ), წიგნიდან „რაშოუდა“ (პოეზია, წერილები), ქუთაისი, 2011 წელი, გვ. 162-164, ISBN 978-9943-0-3320-9
  3. „თეთრი ლაშქარი“ ქართული თეატრის ენციკლოპედიაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-03-05.
  4. Mixo Mosulišvili (2010), Titqmis picaso da cota boskhi, marjvnidan, Tbilisi, Georgia: Saari, http://openlibrary.org/books/OL24988611M/Titqmis_picaso_da_cota_boskhi_marjvnidan