ფარნა-ბექა ჩილაშვილი
ფარნა-ბექა ჩილაშვილი | |
---|---|
თურქ. Fahrettin Çiloğlu | |
დაბადების თარიღი | 5 ოქტომბერი, 1956 (67 წლის) |
დაბადების ადგილი | უნიე |
საქმიანობა | მწერალი, ჟურნალისტი, პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მკვლევარი |
მოქალაქეობა |
თურქეთი საქართველო |
ფარნა-ბექა ჩილაშვილი (თურქ. Fahrettin Çiloğlu, დ. 5 ოქტომბერი, 1956, აქბაბა, უნიე, თურქეთი) — თურქეთში მცხოვრები ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მკვლევარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფარნა-ბექა ჩილაშვილი დაიბადა ორდუს პროვინციის უნიეს ქართულ სოფელ აქბაბაში. წინაპართა ენა ოჯახში შეისწავლა. თავად მწერლის ინფორმაციით, მისი წინაპრები ზემო აჭარიდან, კერძოდ კი მაჭახელიდან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულან თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, უნიეს რაიონში დამკვიდრებულან.
1980 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერისტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ენციკლოპედიურ გამოცემებში. იყო 1993 წელს აღდგენილი ჟურნალ „ჩვენებურის“ რედაქტორი.
1997 წელს დაიწყო ჟურნალ “მამულის” გამოცემა. ამ ჟურნალმა გააგრძელა „ჩვენებურის“ ძირითადი ხაზი — რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა თურქულენოვანი მკითხველისათვის საქართველოს შესახებ.
2007 წლიდან თურქეთში მისივე დაარსებული თურქულ-ქართული ჟურნალის, ფიროსმანის მთავარი რედაქტორი იყო.
თარგმნის თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, ასევე ისტორიული თხზულებებს.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფარნა-ბექა ჩილაშვილი თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთ–ერთი საინტერესო წარმომადგენელი, ლიტერატურულ სამყაროში ფართოდ ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი და ესეისტია. თავდაპირველ ეტაპზე, ქართული გვარის დადგენამდე, ის წერდა ჭილაძის გვარით. წერს ძირითადად თურქულად, მაგრამ ქართულად დაწერილი მოთხრობა და ლექსებიც აქვს.
თავად მწერლი ასე გადმოგვცემს საკუთარი შემოქმედების ძირითად თემას:
„ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ნოველების თემა ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოა. უფრო ჩემი ხალხის წარსულს, საქართველოდან გადასახლებას, საზღვარს აქეთ და იქით დარჩენილ ადამიანთა განცდებს ასახავს. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის ამ თემაზე პირველმა მე დავწერე.[1]“
|
2004 წელს გამოიცა ფარნა-ბექა ჩილაშვილის პოეტური კრებული „აპრილის ლექსები“, მოთხრობების კრებული „დამტოვე შორს“ და კრებული „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“, რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი.
2006 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა ფარნას რჩეული მოთხრობების კრებული „სასაზღვრო ფიქრები“. ეს წიგნი მან გამოსცა ჭილაძის გვარით. ლია ჩლაიძემ 2006 წელს აღნიშნული წიგნის შესავალში საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიუძღვნა ავტორს.
ფარნა-ბექა ჩილაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორისაა, „ქართველების ისტორია“[2] (1993), რომელიც პოპულარული ფორმით ინფორმაციას აწვდის თურქულენოვან მკითხველს საქართველოს შესახებ. წიგნის იმ თავში, რომელსაც „თურქეთის ქართველები“ ჰქვია, გამოყენებულია ქართველების თურქეთში მოხვედრის ისტორია. ფარნა-ბექა ჩილაშვილი პირველია თურქეთის მეისტორიეთაგან, ვინც იქაურ ქართველებს სიმართლე უთხრა თავიანთი ვინაობის შესახებ.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gürcülerin Tarihi („ქართველთა ისტორია“), 1993
- Nisan Şiirleri („აპრილის ლექსები“), 2004
- Beni Bırak Uzaklara („დამტოვე შორს“), 2004
- Aşksız Mutluluk Yoktur („უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“), 2004
- სასაზღვრო ფიქრები[3], 2006
- Uçinmaçini („უჩინმაჩინი“)[4], 2007, ISBN 978-975-6115-35-0
- დედა ენა / Deda Ena, 2008
- სანამ თოვს[5], 2012, ISBN 9789941421402
- ერთი წვეთი ლიმონი[6], 2014, ISBN 9789941445569
- ნამცეცა[7], 2016, ISBN 978-9941-463-17-4
თარგმანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ჯავახიშვილი - ლამბალო და ყაშა (თურქ.: Lambalo ve Kaşa, 2018, ISBN 978-60582621-8-8
- ნაირა გელაშვილი - მე ის ვარ (თურქ.: Ben Oyum, 2017, ISBN 978-605-91587-1-8
- თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია (არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან), ოცი ქართველი მწერლის: გურამ დოჩანაშვილის, გურამ ოდიშარიას, თამრი ფხაკაძის, კოტე ჯანდიერის, ირაკლი ლომოურის, ზურაბ ლეჟავას, ირაკლი სამსონაძის, მიხო მოსულიშვილის, გელა ჩქვანავას, ანა-კორძაია სამადაშვილის, ინა არჩუაშვილის, მაკა ლდოკონენის, ბესო ხვედელიძის, ბექა ქურხულის, ბელა ჩეკურიშვილის, თეონა დოლენჯაშვილის, თეა თოფურიას, ლუკა ბაქანიძის, ზვიად კვარაცხელიას, ცოტნე ცხვედიანის მოთხრობები (თურქ.: Sessiz Harfler Antolojisi[8] - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler), 2017, ISBN 978-605-84-7873-2
- ერლომ ახვლედიანი - ვანო და ნიკო (თურქ.: Vano ile Niko, 2017, ISBN 978-605-9203-55-5
- მიხეილ ჯავახიშვილი — კვაჭი კვაჭანტირაძე (თურქ.: Madrabaz Kvaçi[9]), 2017, ISBN 9786056685071
- ოთარ ჭილაძე — გზაზე ერთი კაცი მიდიოდა (თურქ.: Yolda Bir Adam Gidiyordu), 2015, ISBN 9786059115582
- ნოდარ დუმბაძე — მზიანი ღამე (თურქ.: Güneşli Gece), 2015, ISBN 978-605-4708-63-5
- ერლომ ახვლედიანი — კოღო ქალაქში (თურქ.: Sivrisinek Şehirde), 2014, ISBN 978-605-4708-87-1
- დათო ტურაშვილი — ჯინსების თაობა (თურქ.: Blucinliler), 2012, ISBN 978-605-4484-08-9
შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილმა ქართველმა პოეტმა ბელა ჩეკურიშვილმა ასე შეაფასა ფარნა-ბექა ჩილაშვილის ნაწარმოებები:
„ფარნა-ბექას მოთხრობებს თან სდევს მოგონებები რაღაც დაკარგულზე, სადღაც, მთების გადაღმა დარჩენილზე, ყველაფერი რაღაცნაირი ნოსტალგიით არის დაფერილი. ამავე დროს, ეს არის ადამიანური ისტორიები, მკვეთრი ტიპაჟებითა და მრავალფეროვანი სიტუაციებით. მწერალი კარგი მთხრობელია, რომელიც სიღრმისეულად გრძნობს ადამიანის ფსიქოლოგიასაც და იმ მარადიული მომენტის მოხელთების ხელოვნებასაც, რითიც მკითხველს თავს ამახსოვრებს. ამავე დროს, ეს ამბები და ისტორიები რაღაც ახალი და უცხო სამყაროს კარს გვიხსნის, რომელზეც ჩვენ თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ არ ვიცნობთ.[10]“
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავთანდილ ნიკოლეიშვილი — ფარნა-ბექა ჩილაშვილი (ფაჰრედინ ჩილოღლუ) - თურქეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და მამულიშვილი, წელიწდეული, ქუთაისი, 2011. ტ. III, გვ.187-195.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Çiloğlu, Fahrettin
- ფარნა-ბექა ჩილაშვილი Çiloğlu, Fahrettin
- Parna-Beka Chilashvili – ფარნა-ბექა ჩილაშვილის ოფიციალური საიტი
- tetripiala – ფარნა-ბექა ჩილაშვილის ბლოგი
- ფარნა-ბექა ჩილაშვილი, გაზეთი „რეზონანსი“.
- „მწერალი ქართულ-თურქულ კულტურულ დიალოგში“ დაარქივებული 2014-05-08 საიტზე Wayback Machine. .
- ფარნა ჭილაძის წიგნი „სასაზღვრო ფიქრები“ ინტერნეტმაღაზიაში
- ქართველები უცხოეთში - ფარნა–ბექა ჩილაშვილი
- ფარნა-ბექა ჩილაშვილი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ავთანდილ ნიკოლეიშვილი — ფარნა-ბექა ჩილაშვილი (ფაჰრედინ ჩილოღლუ) — თურქეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და მამულიშვილი, „წელიწდეული“, ქუთაისი, 2011, ტ. III, გვ.187-195
- ↑ ქართველთა ისტორია[მკვდარი ბმული]
- ↑ Sasazġvro pʻikʻrebi : motʻxrobebi, lekʻsebi
- ↑ Uçinmaçini
- ↑ „სანამ თოვს“
- ↑ ერთი წვეთი ლიმონი - ჩილაშვილი
- ↑ „ნამცეცა" - ფარნა-ბექა ჩილაშვილი
- ↑ „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ თურქულად
- ↑ „კვაჭი კვაჭანტირაძე“ თურქულად
- ↑ ბელა ჩეკურიშვილი — მწერალი ქართულ-თურქულ კულტურულ დიალოგში, გაზეთი „24 საათი“, 5 ივნისი, 2012