რუსთავის დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი — თეატრი ქალაქ რუსთავში. შეიქმნა 1967 წელს გიგა ლორთქიფანიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, კოტე მარჯანიშვილის თეატრიდან წასულ 26 ახალგაზრდა მსახიობის (ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, რევაზ ხობუა, ია ხობუა, ქეთევან კიკნაძე, ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, თენგიზ მაისურაძე, ზაზა ლებანიძე, ჯემალ გაგნიძე, გივი ბერიკაშვილი, იოსებ გოგიჩაიშვილი, კოტე თოლორაია და სხვები) ძალებით. თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა გ. ლორთქიფანიძე. პირველი სპექტაკლი — ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ (რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე) დაიდგა 1967 წლის 30 ოქტომბერს.

2013 წელს თეატრს გიგა ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]