სივრცე ვერტიკალში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სივრცე ვერტიკალში
Svirce vartikalshi.jpg
ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი ლეილა მესხი
გარეკანის მხატვარი ჯემალ ზენაიშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ცხოვრება
ჟანრი პროზა, მოთხრობა
გამომცემელი მერანი
გამოცემის თარიღი 1997
მედია თხელი ყდა
გვერდი 184
წინამორბედი მთვარიანი დღის ფრესკები, 1990
მომდევნო გედები თოვლქვეშ, 2004

სივრცე ვერტიკალშიმიხო მოსულიშვილის 1997 წლის მოთხრობების კრებული.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ წიგნში შედის მოთხრობები:

  • სიტყვითნახატები
  • დილოგია: 1. არღარა ეყივლოს ქათამსა... 2. მშობლიური სიტყვების ფერხთით დაცემული ჯარისკაცები
  • პირქვე
  • სივრცე ვერტიკალში
  • კლდედ მომევლინა ფათერაკი
  • ჯავრია
  • ნისლის ადამიანები
  • სამყაროს ჯარისკაცი
  • წერილებით შეთხზული მოთხრობა
  • ქრისტეშობისთვის კაპრიჩიო
  • მგლის დორბლი

მხატვარი ჯემალ ზენაიშვილი, რედაქტორი ლეილა მესხი.

სათაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებულის სათაური აღებულია მოთხრობიდან „სივრცე ვერტიკალში“, რასაც ადასტურებს წიგნის უკანა ყდაზე გამოტანილი მონაკვეთი:

ვიკიციტატა
„სიკვდილის წინ, დიდი მიძინების ჟამს, ჰორიზონტალურად კი ვხედავთ ჩვენს ნაცხოვრებ, საგნებით, მოვლენებითა და ადამიანებით დასახლებულ ჩვენს წილ სივრცეს, ოღონდ ვერტიკალურ ჭრილში და ვიგებთ, რომ ან სატანისკენ, ანდა ღმერთისკენ გვივლია. მერმე სივრცე, ჩვენი წილი სივრცე ვერტიკალში დაიწყებს ბრუნვას და ჩვენ უცებ ვხვდებით, რომ ჰორიზონტალისა და ვერტიკალის გადაკვეთით იქმნება ჯვარი, რომელიც სამარადჟამოდ უნდა ვზიდოთ.[1]

ანოტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ნებისმიერ ნაწარმოებში მთავარი მწერლის მიერ ნაპოვნი, საჭირო და უზუსტესი სიტყვებით თეთრ ფურცელზე მიჯაჭვული სულია, კეთილი სული, წყნარი რომ ცხოვრობს ამ ქაღალდზე და კარგ მკითხველს მოელის, რათა სიტყვებისაგან განთავისუფლდეს, წამკითხველის წარმოსახვაში თავისუფლად გაინავარდოს, შეცვალოს იგი და კვლავ საკუთარ ადგილს დაუბრუნდეს სხვა მკითხველის მოლოდინში... ავტორი ბედნიერად ჩათვლიდა თავს, თუ ამ მთავარს ოდნავ მაინც მიუახლოვდა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „სივრცე ვერტიკალში“ - გამომცემლობა „მერანი“, 1997, გვერდი 65
  2. „სივრცე ვერტიკალში“ - გამომცემლობა „მერანი“, 1997, გვერდი 2