ბედის საზღვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბედის საზღვარი“

ავტორი მიხო მოსულიშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ადამიანის ღირსების გადარჩენა
ჟანრი ტრაგიკომედია
გამომცემელი საარი
გამოცემის თარიღი 2010
მედია თხელი ყდა
მომდევნო თეთრი ლაშქარი, 1997
ISBN 9789994060870

„ბედის საზღვარი“მიხო მოსულიშვილის 1995 წლის ტრაგიკომედია ორ მოქმედებად და თოთხმეტ სურათად.

სათაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის სათაური აღებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან „მერანი“:

ვიკიციტატა
„გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი![1]

ანოტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება მიმდინარეობს სიცილიის ქალაქ მესინაში, 1924 წლის შემოდგომაზე, ვთქვათ, ოქტომბერში. სამშობლოდან ბოლშევიკურ რეჟიმს გამოქცეული, შეფიცულთა რაზმის გადარჩენილი წევრები უპირისპირდებიან ადგილობრივ მაფიას იქაური სასტუმრო „პარიზის“ მფლობელის, ანრიეტა სარდუს ღირსების გადრჩენის მიზნით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში დამარცხებული, ბოლშევიკური რეჟიმისგან დევნილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულლთა რაზმის გადარჩენილი წევრები პარიზისკენ მიიჩქარიან, სადაც რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საქართველოდან გაძევებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაა გაქცეული. მათი ბერძნული სამგზავრო გემი „პოსეიდონი“ რამდენიმე დღით დაყოვნდება მესინას პორტში. შეფიცულები ნაპირზე გადადიან და სასტუმრო „პარიზში“ დაბინავდებიან.

საშა სულხანიშვილის შეფიცულებთან მოყავს ყოფილი ბერი გაბრიელი, მას ხელში საკვოიაჟი უჭირავს, რომელშიც ორმოცდა ათი ათასი დოლარია. გაბრიელი დაკითხვისას ამბობს, რომ ეს ის თანხაა, რომელიც ქაქუცას მოკვლისათვის უნდა აეღო ადგილობრივ მაფიას ბოლშევიკებისგან, რადგან ამ მიზნით საბჭოთა საიდუმლო პოლიციის, „ჩეკას“ მიერ რაზში შეგზავნილმა გაბრიელმა ვერ შეასრულა რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის პირველი მდივნის, სერგო ორჯონიკიძის პირადი დავალება და ქაქუცა ვერ მოკლა.

აღმოჩნდება, რომ კახაბერ ამილახვარი პარიზიდან იცნობს ამ სასტუმროს მეპატრონეს, ანრიეტა სარდუს. მათი საუბრიდან ირკვევა, რომ ანრიეტას ჯერ ქმარი მოუკლა ადგილობრივმა მაფიამ; ახლა კი იძულებული გახადეს, რომ მაფიის შეფთან, დონ ჯოტო დი მაჯიოსთან ქორწინებაზეც დათანხმდეს, რითაც მაფია სასტუმროსაც ჩაიგდებს ხელში და მას ნარკოტიკების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს.

სამშობლოდან ლტოლვილებს ახსენდებათ თავიანთი დახვრეტილი და ციხეებში გამომწყვდეული თუ გადასახლებული ოჯახის წევრები და გადაწყვეტენ, ანრიეტა სარდუს დაეხმარონ, თუმცა მოსალოდნელი სისხლისღვრით დამფრთხალი ანრიეტა მაფიასთან დაპირისპირების წინააღმდეგია.

ქაქუცამ და მისმა შეფიცულებმა იციან, რომ თუ ქალაქიდან არ გაიქცევიან, მაფიის შეფი, დი მაჯიო არ შეეგუება დიდი თანხის დაკარგვას და მათთან დაპირისპირება გარდაუვალია.

შეფიცულთა რაზმი ქალაქში დარჩება და ებრძვის მესინური მაფიის საშიშ და იმავდროულად სასაცილო წევრებს.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანრიეტა სარდუ — ოტელ „პარიზის“ მეპატრონე
  • ფრანსუა — მადამ სარდუს ადმინისტრატორი, მამინაცვალი
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილი — მეამბოხე მეთაური, ყოფილი პოლკოვნიკი
  • კახაბერ ამილახვარი — იურისტი
  • არჩილ ანდრონიკაშვილი — ყოფილი პოდპოლკოვნიკი
  • საშა სულხანიშვილი[2] — ჩოლოყაშვილის თანაშემწე
  • გაბრიელ ბერიაშვილი„ჩეკას“ აგენტი, ყოფილი ბერი დავით გარეჯის მონასტრიდან
  • დონ ჯოტო დი მაჯიო — მაფიის შეფი
  • გვიდო მალტანი — „პადრე“, კათოლიკური ეკლესიის ყოფილი მსახური
  • ლუკა კორაჯო — „კოჭლი სატანა“, ყოფილი ქურდი
  • ანჯელო მალტანი — „ყასაბი“, ყოფილი მეზღვაური, „პადრეს“ ძმისწული
  • პასკუალა სელინესკუ — „კობრა“, მოლდოველი ბოშა, „პადრეს“ საყვარელი
  • ჯოვანი-დანა — დი მაჯიოს მცველი.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2010 წ. — თბ., გამომცემლობა „საარი“[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქაქუცა ჩოლოყაშვილი, თბილისი, მერანი, 1989 წ.
  • ალექსანდრე სულხანიშვილი მოგონებები შეფიცულთა რაზმზე, თბილისი, არტანუჯი, 2007, ISBN 978-99940-59-61-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]