ჩემო მეჟოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩემო მეჟოლია
Chemo Mezholia.jpeg
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები სოფო, ჩიტო, შოკა, თოკო, ბაქსტერ ო’სალივანი, ელის ო’სალივანი
პრემიერა 12 ივლისი, 2013
პრემიერის ადგილი ბოლნისის მუნიციპალური თეატრი
ენა ქართული
თემა ოჯახური ძალადობა
ჟანრი ტრაგიკომედია
მოქმედების ადგილი ეზო კომფორტაბელური, სამსართულიანი სახლით თბილისში

ჩემო მეჟოლია (სევდიანზე სევდიანი კომედია)პიესა ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად, ჟანრობრივად ტრაგიკომედია, დაწერილი 2012 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ, მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის ფარგლებში.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოფო — 42 წლის, გვარად შალიკაშვილი. ყოფილი მევიოლინე. თორმეტი წელი ამერიკაში მუშაობს მომვლელად. ჩიტოს პირველი ცოლი.
  • ჩიტო — ვალიკო მურთაზის ძე ჩიტორელიძე, 44 წლის. ქრონიკულად სჭირს დეპრესია და დიდი გაიძვერობა.
  • შოკა — 42 წლის, სოფოს სკოლის მეგობარი, ამჟამად ჩიტოს მეორე ცოლი.
  • თოკო — 27 წლის, პატარა გაიძვერა და ჰაკერი.
  • ბაქსტერ ო’სალივანი — 69 წლის, ლონგ აილენდიდან (ნიუ-იორკი), კერძოდ კი გილგო-ბიჩიდან (საფოლკის მხარე).
  • ელის ო’სალივანი — 35 წლის, ბაქსტერ ო’სალივანის ქალიშვილი.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორმეტი წლის განმავლობაში შინიდან სამუშოდ წასულ, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს თავისი სკოლის მეგობარი, შოკა თითქოს ფეხმძიმედ დახვდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდება, რომ არც სოფოს ქმარი, ჩიტო გარდაცვლილა, შოკას ქმარი გამხდარა და მისი საფლავის ქვაც მხოლოდ სოფოსთვის ფულის გამოსაძალად არის გაკეთებული მათი სახლის ეზოში.

ქმარიც, დაქალიც და შვილიც (თოკო) იძულებულები იყვნენ, მოეტყუებინათ სოფო, გამოერთმიათ ფული, რომ ბანკში ჩადებული ბინის პროცენტი გადაეხადათ... ახლა კი სოფოს მოულოდნელმა ჩამოსვლამ სულ აურიათ თავგზა.

ჩამოდიან ბაქსტერ ო’სალივანი ინვალიდის სავარძლით და მეჟოლია ჩიტის გალიით, რომელიც ო’სალივანების საგვარეულო გერბზეც არის გამოსახული; აგრეთვე მისი ქალიშვილი ელისი.

სოფო და ელისი კონტრაქტს დადებენ, რომლის ძალითაც სოფოს ორმაგად აუნაზღაურდება გაწეული შრომა, თუკი მისტერ ო’სალივანს მოუვლის და თანაც ანდერძსაც შეაცვლევინებს. თურმე, სოფოს წამოსვლამ კი ისეთ დეპრესიაში ჩააგდო ბაქსტერ ო’სალივანი, რომ სხვა მომვლელი არ გაიკარა. მისმა ქალიშვილმა, ელისმა მოხუცთა თავშესაფარში დაუპირა ჩაბარება, მაგრამ მისტერ ო’სალივანმა ანდერძი დაწერა, რითაც ექსტრემალებს უტოვებს მთელ თავის ქონებას... ელის ო’სალივანის წავლის შემდეგ სოფო ეუბნება ჩიტოს, შოკას და თოკოს, - ახლა დადექით და თქვენ თავად მოუარეთ ამ კაცს, - ნახეთ, როგორი მოსავლელია ეს კაცი, მარტო ჩემი ორი ათასი დოლარის იმედზე რომ ხართ ყველანიო. ფულს იმის მიხედვით მიიღებთ, როგორც მოუვლითო. ჯერ ჩიტო წაიყვანს სასეირნოდ მისტერ ო’სალივანს და ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდება, რაკი მისტერ ო’სალივანი ყველა სახლთან აჩერებინებს სავარძელს და გაზეთებს ხევს, ის კი იძულებულია, მორჩილად მოგავოს ნახევები და ასე ატაროს მთელი ღამე. თოკოც ასევე ატარებს სტუმარს.

ჩიტო, შოკა და თოკო გადაწყვეტენ, ადამიანის უფლებების დამცველ რომელიმე ორგანიზაციაში უჩივლონ სოფოს, როგორც ოჯახურ მოძალადეს.

ამ დროს ბაქსტერ ო’სალივანი თავის მეჟოლია ჩიტს გაუშვებს გალიიდან, რაკი სოფოს თავის მეჟოლია ჩიტად სთვლის, მაგრამ მისი ხელის თხოვნას გადაიფიქრებს, - შენც ამ უქნარების მსგავსი ხარ, რაკი ამათ დახმარებას ცდილობ ისევო, - და ააფეთქებს სასაფლაოს, რომელიც ფეირვერკად გადაიშლება სცენაზე.

ფინალურ სცენაში ჩვენი პერსონაჟები ზეციური სამსჯავროს მისადგომებთან არიან: როგორც ჯანმრთელი არსებები, სოფო და ბაქსტერ ო’სალივანი ინვალიდის სავარძლებში მჯდომ ხეიბრებს, - ჩიტოს, შოკას და თოკოს უვლიან და მათ რომ დააძინებენ, მერე სევდიანი საყვედურით გაჰყურებენ შორეთს.

დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჩემო მეჟოლია“ ლატვიურ ენაზე, 2016 წელი
  • 2012 წ. — „9 პიესა VS ძალადობა“.[5]
  • 2012 წ. — „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი, გამომცემლობა „მიმოსი“[6]
  • 2015 წ. — „ჩემო მეჟოლია“, გამომცემლობა „გლოსა“, თბილსი.[7] ISBN 978-9941-9446-2-8
  • 2016 წ. — Mana Sarkanrīklīte, „ჩემო მეჟოლია“ (პიესა) ბოლნისის თეატრში დადგმული სპექტაკლის ფოტოებით, ლატვიურად თარგმნა ნინო იაკობიძემ, რედაქტორი აიდა როზენტალე, ფოტო და დიზაინი სანდრა დიკმანე, გამომცემელი ვიესტურს რეკისი, კონსულტანტი ედიტე სილკენა, გამომცემლობა Vītola, ლატვია, გვერდები - 104, მაგარი ყდა[8] ISBN 978-9934-554-06-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]