გეგა ქურციკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გეგა ქურციკიძე
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1968 (1968-09-10) (50 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა რეჟისორი
ჯილდოები საერთაშორისო სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების კონკურს—ფესტივალ „დებიუტის“ გრანპრი (2003)

გეგა სიმონის ძე ქურციკიძე (დ. 10 სექტემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეგა ქურციკიზე დაიბადა 1968 წლის 10 სექტემბერს, თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო), სწავლის პერიოდში იყო სანდრო ახმეტელის სახელობითი სტიპენდიანტი.

2003—2006 წლებში სწავლობდა უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე (პროფესორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო).

2003 წელს, სანამ სტუდენტურ თეატრალურ კონკურს-ფესტივალზე „დებიუტი“ თავის დადგმულ ედვარდ ოლბის „რა მოხდა სამხეცეში“ გრან–პრის აიღებდა, რეჟისორმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„ნებისმიერ კონკურსზე გამარჯვება დიდი სტიმულია. სტიმულია იმისთვის, რათა დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით და ეს არ არის ერთჯერადი. როგორც კი გაიმარჯვებ, ვფიქრობ, მაშინვე რაღაც ეტაპი უნდა დამთავრდეს და უნდა იფიქრო შემდეგზე. რა იქნება შემდეგ. ეს შემდეგი გამარჯვებისთვის დიდი სტიმულია, მაგრამ გული მწყდება, რომ შემდეგ ვეღარ მივიღებ სასწავლო კონკურს-ფესტივალში მონაწილეობას. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლას ვასრულებ[1]

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995—1998 ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის მსახიობი.
  • 2003—2007 თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობის პედაგოგი (2005-დან ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი).
  • 2006—2008 რუსთავის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
  • 2008 წლიდან დღემდე ქალაქ რუსთავის კულტურის ცენტრის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი

რეჟისორული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002: კოლინ ჰიგინსი „ჰაროლდი და მოდი“ საკურსო სპექტაკლი, 2002
  • 2003: ედვარდ ოლბი „რა მოხდა სამხეცეში“ სადიპლომო სპექტაკლი, 2003

თბილისის საბავშვო თეატრი (მეორე სახლი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო უბნის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთავის დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006: კოლინ ჰიგინსი „ჰაროლდი და მოდი“
  • 2007:მანანა დოიაშვილი „ღიად დარჩენილი საფლავები“
  • 2007:ჟან ანუი „ანტიგონე“
  • 2008: „სიყვარული გზად და ხიდად“ (ექსპერიმენტული სცენა)

რუსთავის კულტურის ცენტრი, ლიტერატურული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ლიტერატურული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზესტაფონის უ. ჩხეიძის სახ. დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011: იაკობ გოგებაშვილი „იავნანამ რა ჰქმნა“
  • 2011: ნოდარ დუმბაძე „სისხლი“
  • 2011: „ახალი წელი საზღაპრეთში“

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006 წ. რუსთავის საქალაქო კულტურის დღეების ორგანიზება და რეჟისურა
  • 2007 წ. რუსთავის დრამატული თეატრისა და ქვემო ქართლის ტელეკომპანიის გადაცემა „რუსთავის დილა“ ერთობლივი პროექტი „წარსული, აწმყოს წარმომშობელი“ (სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი)
  • 2007 წ. სახალხო ზეიმის „ჭიათურქალაქობა“ ორგანიზება და რეჟისურა
  • 2007 წ. სახალხო ზეიმის „რუსთავქალაქობა“ ორგანიზება და რეჟისურა
  • 2008 წ. მწერალ და საზოგადო მოღვაწე მარიკა ბარათაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამოს ორგანიზება და რეჟისურა ქ. ჭიათურაში.
  • 2009 წ. ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში განხორციელებული სპექტაკლი ევგენი შვარცი თოვლის დედოფლი
  • 2010 წ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია DVV INTERNATIONAL[2]--ის პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში“, „არტ კურსის“ ხელმძღვანელი.
  • 2011 წ. სახალხო ზეიმის „დმანისობა“ ორგანიზება და რეჟისურა.
  • 2011 წ. საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს პროექტის „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული დადგმები. ოსკარ უალდი ბედნიერი უფლისწული, ოსკარ უაილდი ვარსკვლავთბიჭუნა. ეს უკანასკნელი ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული სპექტაკლი გახდა
  • 2011 წ. საქველმოქმედო კონცერტი აქცია „კოტე მჟავია და მისი მეგობრები“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ორგანიზება და რეჟისურა.

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საერთაშორისო სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების კონკურს-ფესტივალის „დებიუტი“ გამარჯვებული ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა", საკურსო სპექტაკლისათვის კოლინ ჰიგინსის ჰაროლდი და მოდი, 2002 წ.
  • საერთაშორისო სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების კონკურს--ფესტივალ „დებიუტი“ გრანპრი სადიპლომო სპექტაკლისათვის – ედვარდ ოლბი რა მოხდა სამხეცეში, 2003 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1531605.html
  2. http://dvv-international.ge/?action=news&npid=14&lang=geo

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]