გერულფ II (ჰოლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერულფ II (გერმ. Gerulf II. von Kennemerland, ნიდერლ. Gerolf II van Holland) (დ. დაახლ. 850 — გ. 896) — გრაფი შუა ფრისლანდიაში და ჰოლანდიის გრაფების დინასტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლანდიელ გრაფთა დინასტიას საფუძველი დაუდეს ფრისლანდიადან გამოსულმა კენემერლანდის გრაფებმა. 882 წელს კენემერლანდი, რომელიც აქამდე ნორმან რორიხს ეკუთვნოდა, სამფლობელოდ გადაეცა ასევე ნორმან გოტფრიდს, რომელიც გაქრისტიანდა. მიუხედავად ახალი რელიგიისა გოტფრიდი ნორმანულ ცხოვრების წესს აგრძელებდა და 884 წელს მოაწყო მძრცველური ლაშქრობა დასავლურ გერმანულ მიწებზე და დუისბურგამდე მიაღწია, სადაც იგი მოკავშირედ შეეკრა ჰუგო ლოთარინგიელს, რომლის სიძეც თვითონ იყო. 885 წელს გოტფრიდმა თავისი ვასალების, ფრიზი გრაფების გერულფისა და გარდულფის პირით მოსთხოვა ფრისლანდიის მარკგრაფ ჰაინრიხ I-ს ერთგულების სანაცვლოდ რაინისპირეთში დიდძალი მამულების გადაცემა. ბეტუვეში, ჰეერვენთან ახლოს მოსალაპარეკებლად მისული გოტფრიდი გერულფმა მორალატურად მოაკვლევინა.

გერულფი მხარს უჭერდა არნულფ ფონ კერნტენს კარლ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც მამულები მიიღო ჰაარლემის დასავლეთით და ტაისტერბანტში. გერულფი არნულფთან ახლოს მდგომი პიროვნება უნდა ყოფილიყო და მას მხარს უჭერდა ლოთარინგიისათვის ბრძოლაშიც.

შვილები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]