ბლანკა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბლანკა ესპანელი
Blanka von Castilien, Prinzessin von Bourbon.jpg
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1868
გრაცი, ავსტრია-უნგრეთი
გარდ. თარიღი ტოსკანა, იტალია
ეროვნება ესპანელები
წოდება ტოსკანის, ბოჰემიის, ხორვატიისა და უნგრეთის პრინცესა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლეოპოლდ სალვატორი, ტოსკანის პრინცი
შვილ(ებ)ი დოლორესი
იმაკულატა
მარგარეტა
რაინერი
ლეოპოლდო
მარია ანტონია
ანტონიო
ასუნტა
ფრანც იოზეფი
კარლ პიუსი
მშობლები მამა: კარლოსი, მადრიდის ჰერცოგი
დედა: მარგერიტა დე ბურბონ-პარმელი

ბლანკა ესპანელი (ესპ. Blanca de España, გერმ. Blanca de Borbón, იტალ. Blanca di Spagna; დ. 7 სექტემბერი, 1868 — გ. 25 ოქტომბერი, 1949) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. მადრიდის ჰერცოგ კარლოს მარიასა და მისი მეუღლის, მარგერიტა დე ბურბონ-პარმელის უფროსი ასული. 1889 წელს დაქორწინდა ტოსკანის პრინც ლეოპოლდ სალვატორ ავსტრიელზე. ბლანკას ოჯახის შტო საბოლოოდ ბიძამისის, ალფონსო კარლოსის გარდაცვალებით შეწყდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლანკა დაიბადა 1868 წლის 7 სექტემბერს გრაცში, ავსტრიაში. იგი იყო მადრიდის ჰერცოგ კარლოს მარიასა და მისი მეუღლის, მარგერიტა დე ბურბონ-პარმელის პირველი შვილი. ამ დროს კარლისტების პარტია მამამისს ესპანეთის ტახტის კანდიდატად აცხადებდა და მას უკვე მეფე კარლოს VII-ის სახელით იხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი რობერტო III და საფრანგეთის მეფე შარლ X-ის შვილიშვილი ლუიზ მარი ტერეზ არტუელი იყვნენ.

1876 წელს ესპანეთის ტახტზე მისი ბიძაშვილი ალფონსო XII ადის თავის ცოლ მერსედეს ორლეანელთან ერთად. დედოფალი მერსედესი მალევე გარდაიცვალა, თანაც ისე, რომ ბავშვი ვერ გააჩინა, რის გამოც ალფონსომ მეორე ცოლის ძიება დაიწყო. იმისათვის რომ მეფის მომხრეებიც და კარლისტებიც გაერთიანებულიყვნენ და ესპანეთში სამოქალაქო დაპირისპირებები დასრულებულიყო, ალფონსო XII-ისა და ბლანკას დაქორწინება გადაწყდა. თუმცა, მოულოდნელად მეფემ განაცხადა, რომ მის გარეშეც მოიპოვებდა ხალხის მხარდაჭერას და მალევე მარია კრისტინა ავსტრიელზე დაქორწინდა.

1889 წლის 24 ოქტომბერს ბლანკა დაქორწინდა ტოსკანის პრინც ლეოპოლდ სალვატორ ავსტრიელზე, ერცჰერცოგ კარლ სალვატორისა და მარია იმაკულატა ნეაპოლელის ვაჟზე, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა.

ბლანკა ესპანელი გარდაიცვალა 1949 წლის 25 ოქტომბერს, 81 წლის ასაკში, ტოსკანაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დოლორესი (1891-1974), ავსტრიის ერცჰერცოგინია, გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  2. იმაკულატა (1892-1971), ავსტრიის ერცჰერცოგინია, ცოლად გაჰყვა დიდგვაროვან იჯინო ნერი-სერნერის;
  3. მარგარეტა (1894-1986), ავსტრიის ერცჰერცოგინია, ცოლად გაჰყვა ფრანჩესკო მარია ტალიანი დე მარჩიოს;
  4. რაინერი (1895-1930), ავსტრიის ერცჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  5. ლეოპოლდო (1897-1958), ავსტრიის ერცჰერცოგი, პირველად იქორწინა დაგმარ ნიკოლის-პოდრინსკაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად ალისია გიბსონი შეირთო;
  6. მარია ანტონია (1899-1977), ავსტრიის ერცჰერცოგინია, პირველად იქორწინა დონ რამონ დე ორლანდის ი ვილალონხაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად ლუის პერეს სუკრეს გაჰყვა;
  7. ანტონიო (1901-1987), ავსტრიის ერცჰერცოგი, ცოლად შეირთო რუმინეთის პრინცესა ილეანა რუმინელი;
  8. ასუნტა (1902-1993), ავსტრიის ერცჰერცოგინია, ცოლად გაჰყვა იოზეფ ჰოპფინგერს;
  9. ფრანც იოზეფი (1905-1975), ავსტრიის ერცჰერცოგი, პირველად ცოლად შეირთო მარია ალოიზა ბომერი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მარია ელენა ზენიგზე;
  10. კარლ პიუსი (1909-1953), ავსტრიის ერცჰერცოგი, ცოლად შეირთო კრისტინა დე ბალვანოისი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]