ელიზაბეთ ვიურტემბერგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ ვიურტემბერგელი
Elisabeth Wilhelmine von Württemberg.jpg
სრული სახელი
ელიზაბეთ ვილჰელმინა ლუიზა
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია
დაიბადა 21 აპრილი, 1767
ტრეპტოვ-ან-დერ-რეგა, პრუსიის სამეფო
გარდაიცვალა 18 თებერვალი, 1790, (22 წლის)
ვენა, ავსტრიის იმპერია
საგვარეულო ვიურტემბერგელები
მეუღლე(ები) ერცჰერცოგი ფრანც ავსტრიელი
მამა ფრიდრიხ II, ვიურტემბერგის ჰერცოგი
დედა ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედტელი
რელიგია ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ კათოლიციზმი

ელიზაბეთ ვიურტემბერგელი (გერმ. Elisabeth von Württemberg; დ. 21 აპრილი, 1767, ტრეპტოვ-ან-დერ-რეგა, პრუსიის სამეფო — გ. 18 თებერვალი, 1790, ვენა, ავსტრიის იმპერია) — ვიურტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ II ევგენის უმცროსი ქალიშვილი. საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთი დაიბადა 1767 წლის 21 აპრილს ტრეპტოვ-ან-დერ-რეგაში, პრუსიის სამეფოში, თანამედროვე ტრჟებიატოვში, პოლონეთში. იგი იყო პრინც ფრიდრიხ ევგენ ვიურტემბერგელისა და მისი ცოლის, პრინცესა ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედტელის უმცროსი ქალიშვილი. დედის ხაზით იგი პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდისა და შვედეთის დედოფალ ლუიზა ულრიკა პრუსიელის დის შვილიშვილი იყო.

15 წლის ასაკში ელიზაბეთი ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატორმა იოზეფ II-მ ვენაში, თავის კარზე ჩაიყვანა განათლების მისაღებად, სადაც მისი გავლენით იგი კათოლიკე გახდა. ამის შემდეგ უნაყოფო იმპერატორმა წამოჭრა ახალგაზრდა ელიზაბეთისა და თავისი ძმისწულის, ერცჰერცოგი ფრანცის ქორწინების იდეა, რომელიც მომავალი იმპერატორი იყო.

1788 წლის 6 იანვარს ვენაში ელიზაბეთი და ფრანცი დაქორწინდნენ. ამ დროისათვის იმპერატორ იოზეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საგრძნობლად იყო შერყეული. ახალგაზრდა ერცჰერცოგინია მალევე დაუახლოვდა იოზეფს, რომელსაც იგი თავისი შარმითა და ქარიზმით ხიბლავდა. 1789 წელს ელიზაბეთი დაორსულდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი ხელს უწყობდა, მისი ორგანიზმი არ აღმოჩნდა მზად მსგავსი დიდი ცვლილებებისათვის, რის გამოც სიტუაცია გართულდა. 1790 წლის 18 თებერვალს 22 წლის ელიზაბეთი მშობიარობას გადაჰყვა. ცნობილია, რომ ბავშვის დაბადების პროცესი 24 საათზე მეტ ხანს გაიწელა, რასაც ვეღარ გაუძლო. მან გოგონა გააჩინა, რომელსაც ლუდოვიკა ელიზაბეთი უწოდეს და რომელიც 1791 წლის ივნისში გარდაიცვალა.

იგი დაკრძალეს ვენაში, საიმპერატორო მავზოლეუმში. მის შემდეგ ფრანცი კიდევ სამჯერ დაქორწინდა და მრავალი შვილიც შეეძინა. თავად იმპერატორი იოზეფი ელიზაბეთის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში თავადაც გარდაიცვალა, რითაც იმპერატორი ელიზაბეთის მამამთილი ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brigitte Hamann: Die Habsburger, ein biographisches Lexikon. Verlag Carl Ueberreuter, Vienna, 1988.