ელეანორ სტიუარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეანორ სტიუარტი
ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 12 თებერვალი, 1449
მმართ. დასასრული: 20 ნოემბერი, 1480
წინამორბედი: ანა ბრაუნშვაიგელი
მემკვიდრე: კათარინა საქსონიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1433
გარდ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1480
გარდ. ადგილი: ინსბრუკი, ავსტრია
მეუღლე: სიგიზმუნდი, ავსტრიის ერცჰერცოგი
დინასტია: სტიუარტები
მამა: ჯეიმზ I, შოტლანდიის მეფე
დედა: ჯოან ბეფორტი
რელიგია: კათოლიციზმი

ელეანორ სტიუარტი (შოტლ. Eleanor o Scotland, გერმ. Eleonore von Schottland; დ. 1433 — გ. 20 ნოემბერი, 1480), აგრეთვე ცნობილია როგორც ელეონორ შოტლანდიელისტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ისა და დედოფალ ჯოან ბეფორტის შუათანა ქალიშვილი. ავსტრიის ერცჰერცოგინია 1449-80 წლებში როგორც ერცჰერცოგ სიგიზმუნდ I-ის პირველი ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეანორი დაიბადა 1433 წელს. იგი იყო შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ჯოან ბეფორტის მეექვსე შვილი. მამის მსგავსად, ელეანორსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, განსხვავებით თავისი უფროსი დისგან, საფრანგეთის დოფინ მარგარეტისაგან.

მას შემდეგ რაც მისი უფროსი და, პრინცესა მარგარეტი საფრანგეთის დოფინ ლუი დე ვალუას გაჰყვა ცოლად, ელეონორიც მას თან გაჰყვა და შარლ VII-ის სამეფო კარზე ცხოვრობდა საფრანგეთში. მიუხედავად 1445 წელს მარგარეტის გარდაცვალებისა, ელეანორი კვლავ საფრანგეთში განაგრძობდა ცხოვრებას. 1447 წელს დედოფალ მარია ანჟუელს კამპანია გაუწია მონ სენ-მიშელში პილიგრიმობისას.

1449 წლის 12 თებერვალს ახალგაზრდა ელეანორი ცოლად ავსტრიის ერცჰერცოგ სიგიზმუნდ ჰაბსბურგს შერთეს. ამ დროისათვის სიგიზმუნდი მხოლოდ ზემო ავსტრიას მართავდა, თუმცა 1450 წლიდან მისი მმართველობა ტიროლის საგრაფოზეც გავრცელდა.

1455-58 და 1467 წლებში ელეანორი ავსტრიას მართავდა როგორც რეგენტი. ამ დროს ელეანორის პატრონაჟით გერმანელებმა ჯოვანი ბოკაჩოს ნაწარმოებები.

ელეანორი ლიტერატურის დიდი მოტრფიალე იყო და ხელს უწყობდა უცხოური ლიტერატურის გერმანულად თარგმნას. ცნობილია, რომ იგი ხშირად თავადვე თარგმნიდა. ელეანორმა ფრანგულიდან გერმანულზე თარგმნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორებიცაა მეფის ვაჟ გალისიის ისტორია, სახელად პონტუ და მშვენიერი სიდონია. როგორც ცნობილია, გერმანელები XVI საუკუნემდე სწორედ ელეანორას შედგენილი ფრანგულ-გერმანული ლექსიკონით სარგებლობდნენ.

თავისი თარჯიმნული შემოქმედების წყალობით, იგი ძალიან ცნობილი და პოპულარული ქალი გახდა XV საუკუნის ევროპაში. იგი ასევე დიდ ძალაუფლებას ფლობდა სამეფო კარზე. ცნობილია, რომ ერცჰერცოგი სიგიზმუნდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სწორედ ელეანორის რჩევებზე დაყრდნობით იღებდა.

ელეანორმა და ელიზაბეთ ნასაუ-ცვაიბრიუხენელმა ერთად შექმნეს ახალი პროზისა და ნოველების მიმდინარეობა გერმანულ ლიტერატურაში.

1480 წლის 20 ნოემბერს ელეანორი მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მან ვაჟი გააჩინა, სახელად ვოლფგანგი, რომელიც ჩვილობაშივე დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jiri Louda et Michael MacLagan, Les Dynasties d'Europe, Bordas, 1995 ISBN 2-04-027115-5.
  • Hamann, Brigitte (szerk.): Habsburg lexikon, Új Géniusz, Budapest, 414 oldal, 1990. ISBN 9630278383
  • Wacha, Brigitte (szerk.): A Habsburgok. Egy európai dinasztia története, Gulliver Kiadó, Budapest, 1995.