ჟუან პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუან პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის კონშტაბლი
მონზარასის ბატონი
კოლარესა და ბელას სენიორი
დაიბადა 13 იანვარი, 1400
გარდაიცვალა 18 ოქტომბერი, 1442, (42 წლის)
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) იზაბელა დე ბარსელო
შვილ(ებ)ი დიოგუ, პორტუგალიის კონშტაბლი
ისაბელი, კასტილიის დედოფალი
ბეატრიზი, ვიზეუს ჰერცოგინია
მამა ჟუან I, პორტუგალიის მეფე
დედა ფილიპა ლანკასტერი
რელიგია კათოლიციზმი

ჟუან პორტუგალიელი (პორტ. João de Portugal; დ. 13 იანვარი, 1400 — გ. 18 ოქტომბერი, 1442) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და დედოფალ ფილიპა ლანკასტერის უმცროსი ვაჟი. პორტუგალიის კონშტაბლი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ I კასტილიელის პაპა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუანი დაიბადა 1400 წლის 13 იანვარს. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის უმცროსი ვაჟი. რადგან იგი უმცროსი ვაჟი იყო და მეფობის შანსები არ ჰქონდა, მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ რელიგიური ცხოვრებისათვის, რის გამოც საბოლოოდ პორტუგალიის კონშტაბლად (ანუ პაპის ნების აღმსრულებელი და უმაღლესი ინკვიზიტორი ქვეყანაში) იქცა. 1424 წელს ცოლად შეირთო თავისი ნახევარ-ძმის ასული იზაბელა დე ბარსელო.

1415 წელს იგი თავის ძმებთან ერთად მონაწილეობდა სეუტას აღებაში. 1437 წელს მომხდარი ტანჟერის ინცინდენტისას, რა დროსაც მისი ძმა ფერნანდუ ტყვედ ჩავარდა, იგი მისი განთავისუფლების სანაცვლოდ მაროკოს სულთინასთვის სეუტას დაბრუნებასაც კი აპირებდა, მაგრამ ამის ნება მისმა ძმამ, დუარტე I-მა არ დართო, რის გამოც ექვს წელიწადში ფერნანდუ ტყვეობაში დაიღუპა.

1438 წელს პორტუგალიის ტახტზე მისი მცირეწლოვანი ძმისწული, მეფე აფონსუ V ავიდა, რომლის რეგენტიც ტრადიციისამებრ დედამისი, დედოფალი ელეანორ არაგონელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ეს პოსტი ჟუანის ძმამ, პედრუმ დაიკავა, რასაც მოჰყვა ბრძოლის დაწყება რეგენტობისათვის, სადაც ჟუანი ელეანორას მიემხრო. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1442 წლის 18 ოქტომბერს 42 წლის ჟუანი გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიოგუ (1425-1443), პორტუგალიის კონშტაბლი და წმ. იოანეს ორდენის მეთერთმეტე დიდი მაგისტრი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ისაბელი (1428-1496), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II-ს, რომელთანაც შეეძინა შემდგომში ესპანეთის გამაერთიანებელი დედოფალი ისაბელ I;
  3. ბეატრიზი (1430-1506), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ვიზეუს ჰერცოგ ფერნანდუს, რომელთანაც შეეძინა პორტუგალიის დედოფალი ელეონორა ვიზეუელი და პორტუგალიის მეფე მანუელ I;
  4. ფილიპა (1432-1444), ალმადას ქალბატონი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza [Genealogical History of the Royal House of Portugal] (in Portuguese). 1. Lisboa Occidental. p. 316.
  • von Redlich, Marcellus Donald R. Pedigrees of Some of the Emperor Charlemagne's Descendants. I. p. 64.
  • Mosley, Charles, ed. (1999). Burke's Peerage and Baronetage. 1 (106th ed.). Crans, Switzerland: Burke's Peerage (Genealogical Books) Ltd. pp. 227–228.