ლუიში (ბეჟას ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიშ პორტუგალიელი
წოდებები
ბეჟას ჰერცოგი
დაიბადა 3 მარტი, 1506
გარდაიცვალა 27 ნოემბერი, 1555, (49 წლის)
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) იოლანტა გომესი
შვილ(ებ)ი ანტონიუ I, პორტუგალიის მეფე
მამა მანუელ I, პორტუგალიის მეფე
დედა მარია არაგონელი
რელიგია კათოლიციზმი

ლუიშ პორტუგალიელი (პორტ. Luís de Portugal; დ. 3 მარტი, 1506 — გ. 27 ნოემბერი, 1555) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ მარია არაგონელის შუათანა ვაჟი. ბეჟას ჰერცოგი. პორტუგალიის მეფე ანტონიუ I-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიში დაიბადა 1506 წლის 3 მარტს აბრანტესში. იგი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის შუათანა ვაჟი. 1521 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი მისმა ძმამ, ჟუან III-მ დაიკავა, რომელმაც ლუიშს მაშინვე უბოძა ბეჟას ჰერცოგობა.

1535 წელს, თავის სიძესთან, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-თან ერთად ლუიშმა მონაწილეობა მიიღო ტუნისის დაპყრობაში.

ოფიციალურად ლუიშს ცოლი არ ჰქოლია, მაგრამ იგი საიდუმლოდ იყო დაქორწინებული ესპანელი დიდებულის, პედრო გომესის ასულ იოლანტა გომესზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა — ანტონიუ. ლუიში 1555 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა, 49 წლის ასაკში. მის შემდეგ მისი ცოლი აღარ გათხოვილა და მონაზვნად აღიკვეცა, მისი ვაჟი კი 1580 წელს პორტუგალიის დე-ფაქტო მეფე გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Emanuel I." . Encyclopædia Britannica. 9 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Liss, Peggy K. (10 November 2015). Isabel the Queen: Life and Times. University of Pennsylvania Press. p. 11. ISBN 9780812293203.
  • Stephens, Henry Morse (1903). The Story of Portugal. G.P. Putnam's Sons. p. 139. Retrieved 17 September 2018.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand V. of Castile and Leon and II. of Aragon" . Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press.