ელეანორ არაგონელი (1358-1382)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იმავე სახელის მქონე სხვა პიროვნებებზე არსებული სტატიების სანახავად იხილეთ გვერდი ელეანორ არაგონელი

ელეანორ არაგონელი
Sepulcro de la reina Leonor de Aragón, esposa de Juan I, rey de Castilla y León, y madre de Enrique III de Castilla y León, y de Fernando I el de Antequera, rey de Aragón. Catedral de Toledo.jpg
კასტილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 მაისი, 1379
მმართ. დასასრული: 13 აგვისტო, 1382
წინამორბედი: ხუანა მანუელა დე ვილენა
მემკვიდრე: ბეატრიზ პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 თებერვალი, 1358
დაბ. ადგილი: ვალენსია, არაგონის სამეფო
გარდ. თარიღი: 13 აგვისტო, 1382, (24 წლის)
გარდ. ადგილი: სეგოვია, კასტილიის სამეფო
მეუღლე: ხუან I, კასტილიის მეფე
შვილები: ენრიკე III, კასტილიის მეფე
ფერდინანდ I, არაგონის მეფე
დინასტია: ბარსელონელები
მამა: პედრო IV, არაგონის მეფე
დედა: ელეონორა სიცილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელეანორ არაგონელი (ესპ. Leonor de Aragón; დ. 20 თებერვალი, 1358, ვალენსია, არაგონის სამეფო — გ. 13 აგვისტო, 1382, სეგოვია, კასტილიის სამეფო) — არაგონის მეფე პედრო IV-ისა და დედოფალ ელეონორა სიცილიელის ქალიშვილი. კასტილიის დედოფალი 1379-1382 წლებში როგორც ხუან I-ის პირველი ცოლი. კასტილიის მეფე ენრიკე III-ისა და არაგონის მეფე ფერდინანდ I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეანორი დაიბადა 1358 წლის 20 თებერვალს ვალენსიაში. იგი იყო არაგონის მეფე პედრო IV-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელეონორა სიცილიელის ერთადერთი საერთო ქალიშვილი, თუმცა მამის მხრიდან მისი ნახევარ-ძმები იყვნენ არაგონის მეფე ხუან I და მეფე მარტინ I. მას ასევე ჰყავდა ნახევარ-დებიც: სიცილიის დედოფალი კონსტანსია, ამპურიის გრაფინია ხუანა და ურგელის გრაფინია ისაბელა.

1375 წლის 18 ივნისს სორიაში ელეანორი დააქორწინეს კასტილიის მეფე ენრიკე II-ის უფროს ვაჟზე, პრინც ხუანზე. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა მეზობელი კასტილიისა და არაგონის დაახლოვებასა და მათ შორის ურთიერთობების დათბობას. მათი საქორწინო მოლაპარაკებები 1374 წლის 12 აპრილს, ალმასანის ხელშეკრულების დადების შემდეგ დაიწყო და 1375 წლის 10 მაისს, ლერიდას ხელშეკრულებით დაგვირგვინდა.

1379 წლის 29 მაისს, ენრიკე II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მეფე ხუან I, რითაც ელეანორ არაგონელი კასტილიის დედოფალი გახდა. მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან დედოფალი ელეანორი 1382 წლის 13 აგვისტოს, 24 წლის ასაკში გადაჰყვა მესამე მშობიარობას. დაბადებულ გოგონას მის პატივსაცემად დაარქვეს სახელი, მაგრამ იგი რამდენიმე საათში დაიღუპა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენრიკე III (1379-1406), კასტილიის მეფე. ცოლად შეირთო კათრინ ლანკასტერელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ხუან II;
  2. ფერდინანდ I (1380-1416), არაგონის მეფე. ცოლად შეირთო ელეონორ ალბუკერკე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ალფონსო V და ხუან II;
  3. ელეანორი (1382), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Previté-Orton, Charles William (1960). The Shorter Cambridge Medieval History. Vol. 2. Cambridge University Press.
  • Lundy, Darryl (10 May 2003), Eleanor de Aragón, thepeerage.com, pp. 11340 §113398 cites:
  • Louda, Jirí; MacLagan, Michael (1999), Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.), London: Little, Brown and Company