ჯეიმზ IV (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ IV
lang-en
James IV of Scotland.jpg
შოტლანდიის მეფე
კორონაცია: 24 ივნისი, 1488
მმართ. დასაწყისი: 11 ივნისი, 1488
მმართ. დასასრული: 9 სექტემბერი, 1513
წინამორბედი: ჯეიმზ III
მემკვიდრე: ჯეიმზ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 მარტი, 1473
დაბ. ადგილი: სტირლინგი, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 9 სექტემბერი, 1513
გარდ. ადგილი: ინგლისი
მეუღლე: მარგარეტ ტიუდორი
შვილები: ჯეიმზი, როთსეის ჰერცოგი
არტური, როთსეის ჰერცოგი
ჯეიმზ V
ალექსანდრე, როსის ჰერცოგი
დინასტია: სტიუარტები
მამა: ჯეიმზ III
დედა: მარგარეტ დანიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯეიმზ IV (ინგლ. James IV; დ. 17 მარტი, 1473 — გ. 9 სექტემბერი, 1513) — შოტლანდიის მეფე სტიუარტების დინასტიიდან, ჯეიმზ III-ის ვაჟი. ჯეიმზ IV აღიარებულია შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო მონარქად. მისი მმართველობა დასრულდა 1513 წლის 9 სექტემბერს, როდესაც მოკლეს ფლოდენის ბრძოლაში.

ჯეიმზი დაიბადა 1473 წლის 17 მარტს, მამამისის მმართველობის პერიოდში. მისი დედა იყო მარგარეტ დანიელი. ჯეიმზი დაბადებიდან ატარებდა როთსეის ჰერცოგის ტიტულს. იგი ტახტის უმთავრეს პრეტენდენტად ითვლებოდა და თავიდანვე ქვეყნის მმართველობისთვის ემზადებოდა. პრინცი ჯეიმზი ედინბურგის სასახლეში იზრდებოდა.

1488 წლის 11 ივნისს ჯეიმზ III სოჩიბერნის ბრძოლაში მოკლეს და მეფე 15 წლის ჯეიმზი გახდა. მისი კორონაცია 24 ივნისს შედგა. ახალგაზრდა მეფე მალევე მიხვდა, თუ რა დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და ენერგიულად შეუდგა სამეფოს მართვას.

1503 წელს, შოტლანდიასა და ინგლისს შორის მშვიდობის დასამყარებლად პრინცი ჯეიმზი დაქორწინდა ინგლისის მეფის, ჰენრი VII-ის ქალიშვილ მარგარეტ ტიუდორზე, რომელიც მომავალში ჯეიმზ V-ის დედა გახდა.

შოტლანდია-საფრანგეთს შორის ალიანსი არსებობდა. როდესაც ინგლისმა საომარი მოქმედებები განახორციელა საფრანგეთის სამეფოს წინააღმდეგ, შოტლანდია იძულებული გახდა ინგლისისათვის ომი გამოეცხადებინა. 1513 წლის 9 სექტემბერს მათ შორის ფოლდენის ბრძოლა გაიმართა. მეფე ჯეიმზ IV-ც ამ ბრძოლას შეეწირა. იგი იყო უკანასკნელი მონარქი, არა მხოლოდ შოტლანდიაში, არამედ მთელ დიდ ბრიტანეთში, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა.

ჯეიმზ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, შოტლანდიის ტახტი ჯეიმზ V-ს ერგო, რომელიც ჯერ ორი წლისაც კი არ იყო. ამიტომ, მცირეწლოვანი მეფის რეგენტი მისი დედა მარგარეტ ტიუდორი გახდა.

მეფე ჯეიმზ IV-ს რამდენიმე არალეგალური შვილიც ჰყავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • James the Fourth, Norman Macdougall (2006 with two earlier editions, regarded as definitive).
  • King James IV of Scotland, R.L. Mackie (1958, the most important previous biography).
  • Ashley, Mike (2002). British Kings & Queens. Carroll & Graf, გვ. 280–286. ISBN 0-7867-1104-3. 
  • James IV in Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, New York, 2004, Vol. 29, pp. 609–619

Primary Sources

  • Accounts of the Comptroller, Sir Duncan Forestar, 1495–1499, Miscellany of the Scottish History Society, vol. 9 (1958), 57–81. In Latin.
  • Flodden Papers, 1505–1517, ed. Marguerite Wood, Scottish History Society, (1933), French diplomatic correspondence (does not refer to the battle).