იზაბელა დე ბარსელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იზაბელა დე ბარსელო
D. Isabel de Barcelos (1402-1465) - Genealogia de D. Manuel Pereira, 3.º conde da Feira (1534).png
დაიბადა ოქტომბერი, 1402
გარდაიცვალა 26 ოქტომბერი, 1466, (63 წლის)
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) ჟუან პორტუგალიელი
შვილ(ებ)ი დიოგუ, პორტუგალიის კონშტაბლი
ისაბელი, კასტილიის დედოფალი
ბეატრიზი, ვიზეუს ჰერცოგინია
მამა აფონსუ I, ბრაგანსას ჰერცოგი
დედა ბეატრიზ პერეირა
რელიგია კათოლიციზმი

იზაბელა დე ბარსელო (პორტ. Isabella de Barcelos; დ. 1402 — გ. 26 ოქტომბერი, 1466) — ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის უკანონო ვაჟის, ბრაგანსას ჰერცოგ აფონსუ I-ისა და მისი ცოლის, ბეატრიზ პერეირა დე ალვიმის ქალიშვილი. 1424 წელს იგი ცოლად გაჰყვა თავის ნახევარ-ბიძა ჟუან პორტუგალიელს, რომელიც 1442 წელს გარდაიცვალა, მაგრამ იზაბელა ამის შემდეგ მეორედ აღარ გათხოვილა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელასა და ჟუანს სულ ოთხი შვილი ჰყავდათ:

  1. დიოგუ (1425-1443), პორტუგალიის კონშტაბლი და წმ. იოანეს ორდენის მეთერთმეტე დიდი მაგისტრი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ისაბელი (1428-1496), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II-ს, რომელთანაც შეეძინა შემდგომში ესპანეთის გამაერთიანებელი დედოფალი ისაბელ I;
  3. ბეატრიზი (1430-1506), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ვიზეუს ჰერცოგ ფერნანდუს, რომელთანაც შეეძინა პორტუგალიის დედოფალი ელეონორა ვიზეუელი და პორტუგალიის მეფე მანუელ I;
  4. ფილიპა (1432-1444), ალმადას ქალბატონი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Isabel de Bragança Arquivado em 5 de dezembro de 2014, no Wayback Machine. Domotica
  • dona Isabel de Portugal Arquivado em 3 de março de 2016, no Wayback Machine. FamilySearch Community Trees