ტრასტამარას დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტრასტამარას დინასტია
გერბი
ტრასტამარას დინასტიის გერბი
პერიოდი 1366 - 1555
ტიტული კასტილიის მეფე
არაგონის მეფე
ლეონის მეფე
ვალენსიის მეფე
ნეაპოლის მეფე
მაიორკის მეფე
ბარსელონის გრაფი
ნავარის მეფე
სიცილიის მეფე

ტრასტამარას დინასტია (ესპ. Casa de Trastámara) — ესპანეთის სამეფო დინასტია. ტრასტამარას დინასტია წარმოადგენდა ივრეას დინასტიის განშტოებას. ტრასტამარას დინასტია დააფუძნა მეფე ენრიკე II-მ 1366 წელს. ტრასტამარები მეფობდნენ კასტილიაში, ლეონში, არაგონში, ნეაპოლში, სიცილიაში, ნავარაში, ვალენსიაში, ბარსელონასა და მაიორკაში. ტრასტამარების მმართველობის პერიოდში გაერთიანდა დაშლილი ესპანური სამეფოები. ისინი გაერთიანდა დედოფალ ისაბელ კასტილიელისა და მეფე ფერდინანდ არაგონელის ქორწინებით. ორივე მათგანი ტრასტამარა იყო. მათი ქალიშვილი ხუანა I კი გახდა ამ საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ხუანა გათხოვილი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ I ჰაბსბურგზე, ხუანას გარდაცვალების შემდეგ კი 1555 წელს ტრასტამარები ჰაბსბურგებმა შეცვალეს.

ტრასტამარების მეფობის პერიოდს მიეკუთვნება ესპანეთის ისტორიაში მომხდარი გარდამტეხი მოვლენები, როგორებიცაა რეკონკისტას დასრულება და არაბების იბერიის ნახევარკუნძულიდან გაძევება, ესპანეთის გაერთიანება და კოლუმბის მოგზაურობის დაფინანსება, რასაც ახალი კონტინენტის აღმოჩენა და ესპანეთის კოლონიურ სახელმწიფოდ გარდაქმნა მოჰყვა.

კასტილიისა და ლეონის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაგონისა და სიცილიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეაპოლის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავარის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]