დუარტე პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუარტე პორტუგალიელი
წოდებები
ხიმარესის ჰერცოგი
დაიბადა 7 ოქტომბერი, 1515
გარდაიცვალა 20 სექტემბერი, 1540, (24 წლის)
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) იზაბელ დე ბრაგანსა
შვილ(ებ)ი მარია, პარმის პრინცესა
კატარინა, ბრაგანსას ჰერცოგინია
დუარტე, ხიმარესის ჰერცოგი
მამა მანუელ I, პორტუგალიის მეფე
დედა მარია არაგონელი
რელიგია კათოლიციზმი

დუარტე პორტუგალიელი (პორტ. Duarte de Portugal; დ. 7 ოქტომბერი, 1515 — გ. 20 სექტემბერი, 1540) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ მარია არაგონელის ნაბოლარა ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუარტე დაიბადა 1515 წლის 7 ოქტომბერს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის ნაბოლარა შვილი. მისი დაბადებიდან ორ წელიწადში დედამისი გარდაიცვალა და მამამისი მესამედ დაქორწინდა, ამიტომაც მამის მხრიდან კიდევ ერთი ნახევარ-და ჰყავდა. მის აღზრდა-განათლებაზე ანდრე დე რეზენდე ზრუნავდა, რომელმაც დაწერა შემდგომში მისი ბიოგრაფია. დუარტეს უყვარდა ნადირობა და ჩუმი კლასიკური მუსიკა.

1537 წელს ცოლად შეირთო ბრაგანსას ჰერცოგ ჟაიმეს ასული იზაბელ დე ბრაგანსა, რომლის მზითვითაც იგი ხიმარესის ჰერცოგი გახდა. ქორწილიდან სამ წელიწადში დუარტე გარდაიცვალა, 24 წლის ასაკში. მას სამი შვილი დარჩა, მისი მეუღლე კი მეორედ აღარ გათხოვილა და მონაზვნად აღიკვეცა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია (1538-1577), ცოლად გაჰყვა პრინც ალექსანდრე პარმელს;
  2. კატარინა (1540-1614), ცოლად გაჰყვა ბრაგანსას ჰერცოგ ჟუანს;
  3. დუარტე (1541-1576), ხიმარესის ჰერცოგი, გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Emanuel I." . Encyclopædia Britannica. 9 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Liss, Peggy K. (10 November 2015). Isabel the Queen: Life and Times. University of Pennsylvania Press. p. 11. ISBN 9780812293203.
  • Stephens, Henry Morse (1903). The Story of Portugal. G.P. Putnam's Sons. p. 139. Retrieved 17 September 2018.