კარალეთის ნასახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარალეთის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის ცენტრში, გორაზე. თარიღდება გვიან ბრინჯაოს-ადრიან რკინის ხანით. ნასახლარზე აღმოჩნდა კაჟის ლამელა, ბრინჯაოს მძივის ნატეხი, სარდიონის კასრისებრი მძივი, შავად და წითლად გამომწვარი, ლეგაპრიალა ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც შემკულია ირიბი შტრიხების სარტყლით, რელიეფური ხაზებითა და წვერებით გადამბული რომბებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]