შინაარსზე გადასვლა

თებე (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თებე.
ეს სტატია იუპიტერის თანამგზავრს ეხება. სატურნის თანამგზავრის შესახებ იხილეთ ფება.
თებე

იუპიტერის თანამგზავრის თებეს ფოტო
ეპონიმი თებე (ძვ. ბერძნ. Θήβη)
სხვა სახელები იუპიტერ XIV,
S/1979 J 2
აღმოჩენა
აღმომჩენი სტივენ სინოტი
აღმოჩენის თარიღი 5 მარტი, 1979
ორბიტული მახასიათებლები
პერიაფსიდა 218000 კმ
აპოაფსიდა 226000 კმ
ორბიტის საშუალო
რადიუსი (r)
221889 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0.0175±0.0004
გარშემოვლის
სიდერული
პერიოდი
0.674536 დღე
ორბიტული
სიჩქარე
 (v)
23.92 კმ/წმ
დახრილობა (i) 1.076°±0.003°
ვისი თანამგზავრია იუპიტერი
(შიდა თანამგზავრი)
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 116×98×84 კმ
საშუალო
რადიუსი
49.3±2.0 კმ
მოცულობა (V) 5×105 კმ³
მასა (m) 4.3×1017 კგ
საშუალო
სიმკვრივე ()
0.857 გ/სმ³
თავისუფალი
ვარდნის აჩქარება
ეკვატორზე (g)
0.04 მ/წმ²
ალბედო 0.047±0.003
ტემპერატურა
ზედაპირზე ≈ 124 K
თებე ვიკისაწყობში

თებე[1] (ძვ. ბერძნ. Θήβη), იუპიტერ XIV, S/1979 J 2 (სიმბოლო: ) — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის შიდა თანამგზავრთა ჯგუფში. იგი იუპიტერის სინქრონულად მბრუნავი რეგულარული თანამგზავრია.

აღმოაჩინა სტივენ სინოტმა 1979 წლის 5 მარტს გადაღებული კოსმოსის სატესტო ფოტოებში.[2] მოგვიანებით ის კიდევ უფრო ადრე, 1979 წლის 27 თებერვლით დათარიღებულ ფოტოებზე აღმოაჩინეს. 1983 წელს თანამგზავრს ოფიციალურად დაერქვა მითოლოგიური ნიმფა თებეს სახელი, რომელიც იყო მდინარე მეფის ასოპოსის ქალიშვილი და ზევსის (იუპიტერის ბერძნული ეკვივალენტი) სატრფო.[3]

თებე იუპიტერის შიდა მთვარეებიდან ყველაზე ბოლოა. იგი მდებარეობს დაახლოებით 222000 კმ მანძილზე. თებეს ორბიტის ექსცენტრიულობა დაახლოებით 0.018 და იუპიტერის ეკვატორის მიმართ დახრილია დაახლოებით 1.08°-ით.[4] ეს მნიშვნელობები უჩვეულოდ მაღალია შიდა თანამგზავრებისათვის და შეიძლება აიხსნას გალილეისეული თანამგზავრის იოს გავლენით; წარსულში თებეს ორბიტა ორბიტალურ რეზონანსში იყო იოსთან, რომელიც ქმნიდა მის ამჟამინდელ ორბიტას.[5]

თებეს ორბიტა მდებარეობს თებეს რგოლის გარე კიდესთან, რომელიც შედგება თანამგზავრის ზედაპირიდან დატოვილი მტვრისგან.[6]

ფიზიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თებეს გააჩნია არარეგულარული ფორმა, ახლოს არის სამღერძულ ელიფსოიდთან, ზომებით 116x98x84 კმ. მისი კუთრი სიმკვრივე და მასა ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ვივარაუდებთ, რომ მისი სიმკვრივე უახლოვდება ამალთეას სიმკვრივეს (დაახლოებით 0.86 გ/სმ³),[7] მაშინ თებეს მასა დაახლოებით იქნება 4.3×1017 კგ.

თებეს ბრუნვა მისი ღერძის ირგვლივ სინქრონიზებულია იუპიტერის გარშემო მის ბრუნვასთან, ამიტომ თანამგზავრი პლანეტას ერთი და იგივე გვერდით უყურებს, როგორც იუპიტერის ყველა შიდა თანამგზავრი. ის ისეა ორიენტირებული სივრცეში, რომ ღერძის წაგრძელებული ბოლო ყოველთვის იუპიტერისკენ იყოს მიმართული. იუპიტერთან ყველაზე ახლოს და იუპიტერისგან ყველაზე შორს თებეს ზედაპირზე ახლოსაა როშის ზღვართან, სადაც თებეს ზედაპირზე გრავიტაციული ძალა მხოლოდ ოდნავ აღემატება ცენტრიდანულ ძალას. შედეგად, მეორე კოსმოსური სიჩქარე ძალიან დაბალია, რაც საშუალებას აძლევს მეტეორიტის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ მტვერს და ნამსხვრევებს ადვილად დატოვონ თანამგზავრის ზედაპირი. ეს მტვერი ქმნის იუპიტერის (თებეს) ერთ-ერთ რგოლს.[5]

თებეს ზედაპირი მუქია მოწითალო ფერებში გადასვლით.[8] თანამგზავრის წინა ნახევარსფეროს სიკაშკაშე 1.3-ჯერ აღემატება უკანა ნახევარსფეროს სიკაშკაშეს. ასიმეტრია, სავარაუდოდ, გამოწვეულია წინა ნახევარსფეროში მეტეორიტების ზემოქმედების უფრო მაღალი სიჩქარითა და სიხშირით, ამ ზემოქმედების შედეგად, ყინული ზედაპირზე იყრება დიდი სიღრმეებიდან.[8] თებეს ზედაპირი მოცულია მრავალი კრატერით. მინიმუმ სამი ან ოთხი დარტყმის კრატერი ზომით შედარებულია თავად თებეს დიამეტრთან. ყველაზე დიდი (დაახლოებით 40 კმ დიამეტრის) კრატერი მდებარეობს იუპიტერის მიმართულების საპირისპირო მხარეს, სახელად ძეთოსს — ესაა ერთადერთი წარმონაქმნი თებეს ზედაპირზე, რომელსაც აქვს საკუთარი სახელი. ამ კრატერის ზვინულზე რამდენიმე ნათელი ლაქაა.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჟურ. აბასთუმნის ასტრონომიული ობსერვატორია, „ასტრონომიული კალენდარი 2023“ (წელიწდეული) LXIII, თბ., 2022, გვ. 92
  2. IAUC 3470: Satellites of Jupiter 1980 April 28 (открытие Фивы)
  3. Marsden, Brian G. (September 30, 1983). „Satellites of Jupiter and Saturn“. IAU Circular. 3872. ციტირების თარიღი: 2012-03-28.
  4. Cooper, N. J.; Murray, C. D.; Porco, C. C.; Spitale, J. N. (March 2006). „Cassini ISS astrometric observations of the inner jovian satellites, Amalthea and Thebe“. Icarus. 181 (1): 223–234. Bibcode:2006Icar..181..223C. doi:10.1016/j.icarus.2005.11.007.
  5. 1 2 Burns, Joseph A.; Simonelli, Damon P.; Showalter, Mark R.; Hamilton, Douglas P.; Porco, Carolyn C.; Throop, Henry; Esposito, Larry W. (2004). „Jupiter's Ring-Moon System“ (PDF). In Bagenal, Fran; Dowling, Timothy E.; McKinnon, William B. (eds.). Jupiter: The Planet, Satellites and Magnetosphere. Cambridge University Press. pp. 241–262. Bibcode:2004jpsm.book..241B. ISBN 978-0-521-81808-7.
  6. Burns, Joseph A.; Showalter, Mark R.; Hamilton, Douglas P.; Nicholson, Philip D.; de Pater, Imke; Ockert-Bell, Maureen E.; Thomas, Peter C. (14 May 1999). „The Formation of Jupiter's Faint Rings“. Science. 284 (5417): 1146–1150. Bibcode:1999Sci...284.1146B. doi:10.1126/science.284.5417.1146. PMID 10325220.
  7. 1 2 Thomas, P. C.; Burns, J. A.; Rossier, L.; Simonelli, D.; Veverka, J.; Chapman, C. R.; Klaasen, K.; Johnson, T. V.; Belton, M. J. S.; Galileo Solid State Imaging Team (September 1998). „The Small Inner Satellites of Jupiter“. Icarus. 135 (1): 360–371. Bibcode:1998Icar..135..360T. doi:10.1006/icar.1998.5976.
  8. 1 2 Simonelli, D. P.; Rossier, L.; Thomas, P. C.; Veverka, J.; Burns, J. A.; Belton, M. J. S. (October 2000). „Leading/Trailing Albedo Asymmetries of Thebe, Amalthea, and Metis“. Icarus. 147 (2): 353–365. Bibcode:2000Icar..147..353S. doi:10.1006/icar.2000.6474.