ჰერმიპე (თანამგზავრი)

ჰერმიპე[1] (ძვ. ბერძნ. Ἑρμίππη), იუპიტერ XXX, S/2001 J 3 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერმიპე ევრიდომთან ერთად აღმოაჩინეს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომთა ჯგუფმა, დევიდ ჯევიტის და სკოტ შეპარდის და იან კლეინას ხელმძღვანელობით 2001 წელს და მიენიჭა დროებითი აღნიშვნა S/2001 J 3.[2][3]
სახელი ეწოდა 2003 წლის აგვისტოს, ზევსის სატრფოს ჰერმიპეს პატივსაცემად.[4]
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერმიპე დიამეტრის დაახლოებით 4 კილომეტრია და ბრუნავს იუპიტერზე საშუალოდ 21 500 000 კილომეტრის მანძილზე დაახლოებით 630 დღეში, ეკლიპტიკისკენ 151° დახრილობით (იუპიტერის ეკვატორისკენ 149°), რეტროგრადული მიმართულებით და ექსცენტრიულობით 0,2290.
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერმიპი მიეკუთვნება ანანკეს ჯგუფს, რეტროგრადულ არარეგულარულ მთვარეებს, რომლებიც იუპიტერზე ბრუნავს 19,3-დან 22,7 გიგამეტრამდე (0,152 ასტრონომიული ერთეული), დაახლოებით 150°-ის დახრილობით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურ. „ასტრონომიული კალენდარი“, თბ., 2022, გვ. 92-93
- ↑ IAUC 7900: Satellites of Jupiter May 16, 2002 (discovery)
- ↑ MPEC 2002-J54: Eleven New Satellites of Jupiter May 15, 2002 (discovery and ephemeris)
- ↑ IAUC 8177: Satellites of Jupiter, Saturn, Uranus დაარქივებული 2008-07-09 საიტზე Wayback Machine. 2003 August (naming the moon)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jupiter's Known Satellites (by Scott S. Sheppard)
- New Jupiter Satellite Movie Images (image)
- Astronomers Discover 11 More Small Moons of Jupiter (JPL, 2002) დაარქივებული 2 January 2017 საიტზე Wayback Machine.
|
|