შინაარსზე გადასვლა

ადრასტეა (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსმოსური აპარატის „გალილეოს“ მიერ გადაღებული ფოტო.

ადრასტეა (ძვ. ბერძნ. Ἀδράστεια), იუპიტერ XV, S/1979 J 1 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის იუპიტერის შიდა თანამგზავრთა ჯგუფში.

ადრასტეა აღმოაჩინეს 1979 წლის 8 ივლისს ამერიკელმა ასტრონომებმა დევიდ ჯუიტმა და ედვარდ დანიელსონმა ვოიაჯერ 2-ის პლანეტათაშორისი სადგურის მიერ გადაღებულ სურათებზე და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/1979 J 1. 1983 წელს მიიღო ოფიციალური სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიიდან იმ ნიმფა ადრასტეიას პატივსაცემად, რომელიც ზევს თხის რძით კვებავდა[1].

ადრასტეა მოძრაობს უშუალოდ იუპიტერის რგოლების სისტემაში და, სავარაუდოდ იგი რგოლების წყაროა. ადრასტეას ორბიტა თითქმის ემთხვევა მეტისის ორბიტას. ის პრაქტიკულად მრგვალია და თითქმის იუპიტერის ეკვატორის სიბრტყეში მდებარეობს. თხევადი თანამგზავრებისთვის მისი რადიუსი ნაკლებია როშის ზღვარზე, მაგრამ აშკარად აღემატება მყარი თანამგზავრების ზღვარს, რადგან ეს თანამგზავრები ჯერ კიდევ არ არის გახლეჩილი მოქცევის ძალებით. მეტისი და ადრასტეა იუპიტერზე უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ის ბრუნავს მისი ღერძის გარშემო და, შედეგად, მოქცევის ძალები თანდათან ამცირებენ მათი ორბიტების რადიუსებს. შორეულ მომავალში ისინი დიდი ალბათობით პლანეტა იუპიტერს შეეჯახებიან.

თანამგზავრი იუპიტერის გარშემო ბრუნავს ანდომებს 7 საათსა და 9.5 წუთს. მისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი უცნობია.

ადრასტეა, ისევე როგორც სხვა თანამგზავრები, რომლებიც რგოლებში მოძრაობენ, ასუფთავებს მათ ორბიტას ნაწილაკებისგან. ადრასტეას გასუფთავებული ზონის სიგანე შეფასებულია 70 კმ-ით (რაც 2.5-ჯერ ნაკლებია მეტისზე).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • NASA. Adrastea: Overview. solarsystem.nasa.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-04.
  • Thomas, P. C.; Burns, J. A.; Rossier, L.; Simonelli, D.; Veverka, J.; Chapman, C. R.; Klaasen, K.; Johnson, T. V.; Belton, M. J. S.; Galileo Solid State Imaging Team (September 1998). „The Small Inner Satellites of Jupiter“. Icarus. 135 (1): 360–371. Bibcode:1998Icar..135..360T. doi:10.1006/icar.1998.5976.
  • Jet Propulsion Laboratory. Planetary Satellite Physical Parameters. ციტირების თარიღი: 2023-03-12
  • NASA. Adrastea: Overview. solarsystem.nasa.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-04.
  1. ვიკიციტატა
    „Adrastea is named after the Cretian nymph who took care of Zeus for his mother Rhea. Rhea entrusted her child to Adrastea to save him from her husband Cronus who would eat his children in order to maintain his rule.“