შინაარსზე გადასვლა

თემისტო (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემისტო

თემისტო დაფიქსირდა კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპით 2000 წლის 6 აგვისტოს, მის ხელახლა აღმოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე 2000 წლის ნოემბერში.
ეპონიმი თემისტო (ძვ. ბერძნ. Θεμιστώ)
სხვა სახელები იუპიტერ XVIII,
S/2000 J 1,
S/1975 J 1
აღმოჩენა
აღმომჩენი ჩარლზ კოვალი, ელიზაბეთ როემერი (1975);
სკოტ შეპარდი, დევიდ ჯუიტი, იანგა ფერნანდესი, იუჯინ მაგნაიერი (2000)
აღმოჩენის ადგილი პალომარის ობსერვატორია (I-ად),
მაუნა-კეას ობსერვატორია (II-ედ)
აღმოჩენის თარიღი 30 სექტემბერი, 1975 (I-ად)
21 ნოემბერი, 2000 (II-ედ)
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი (a) 0.0494401 ა. ე. (7396130 კმ)
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0.2522112
გარშემოვლის
სიდერული პერიოდი
+129.95 დღე
საშუალო ანომალია () 2.39396°
დახრილობა (i) 45.28121° (ეკლიპტიკის მიმართ)
ამომავალი კვანძის
გრძედი
 ()
192.64162°
პერიცენტრის არგუმენტი () 241.25168°
ვისი თანამგზავრია იუპიტერი
(ჯგუფგარეშე)
ფიზიკური მახასიათებლები
საშუალო დიამეტრი 9 კმ
ალბედო 0.04
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე 21.0[1]
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე 12.9[2]
13.06±0.34 (V)[3]
თემისტო ვიკისაწყობში

თემისტო (ძვ. ბერძნ. Θεμιστώ), იუპიტერ XVIII, S/1975 J 1, S/2000 J 1ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. არ შედის იუპიტერის არცერთ ჯგუფში. იგი პროგრადულად მოძრავი არარეგულარული თანამგზავრია.

აღმოჩენილია 1975 წელს, ხოლო განმეორებით — 2000 წელს. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიის მდინარის ღმერთის ინახის ქალიშვილის თემისტოს სახელიდან.

თემისტო პირველად აღმოაჩინეს ჩარლზ კოვალმა და ელიზაბეთ როემერმა 1975 წლის 30 სექტემბერს და აღმოჩენის შესახებ მოხსენებული იქნა 1975 წლის 3 ოქტომბერს[4]. თანამგზავრს მიენიჭა დროებითი სახელწოდება S/1975 J 1. თუმცა, დაკვირვებები არ იყო საკმარისი ორბიტის გამოსათვლელად და შემდგომში თანამგზავრი დაიკარგა. შემდეგ, 2000 წელს, აშკარად ახალი თანამგზავრი აღმოაჩინეს სკოტ შეპარდმა, დევიდ ჯუიტმა, იანგა ფერნანდესმა და იუჯინ მაგნაიერმა და დროებით დასახელდა S/2000 J 1[5]. მალევე დადასტურდა, რომ ახლად აღმოჩენილი ობიექტი შეესაბამებოდა 1975 წელს აღმოჩენილს[6].

შესაბამისი სახელი მიენიჭა 2002 წლის 22 ოქტომბერს[7].

იუპიტერის თანამგზავრების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც ქმნიან ჯგუფებს მათი ორბიტული თვისებების მიხედვით, თემისტო ორბიტაზე მოძრაობს მარტო, იკავებს შუალედურ პოზიციას გალილეისეულ თანამგზავრებსა და პირდაპირი ორბიტის მქონე არარეგულარული თანამგზავრების ჯგუფს — ჰიმალიის ჯგუფს შორის.

ფიზიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემისტოს დიამეტრის დაახლოებით 9 კილომეტრია, ალბედო — 0.04.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Sheppard, Scott. Scott S. Sheppard - Jupiter Moons. Department of Terrestrial Magnetism. Carnegie Institution for Science. ციტირების თარიღი: 26 November 2020
  2. M.P.C. 110499. Minor Planet Circular. Minor Planet Center (29 May 2018).
  3. Emelyanov, N. V.; Varfolomeev, M. I.; Lainey, V. (24 March 2022). „New ephemerides of outer planetary satellites“ (PDF). Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 512 (2): 2044–2050. doi:10.1093/mnras/stac586.
  4. IAU Circular No. 2845 (1975-10-03). ციტირების თარიღი: 2009-06-15.
  5. IAU Circular No. 7525 (2000-11-25). ციტირების თარიღი: 2009-06-15.
  6. MPEC 2000 Y16 (2000-12-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2009-06-15.
  7. IAU Circular No. 7998 (2002-10-22). ციტირების თარიღი: 2009-06-15.
  8. Sheppard, S. S.; Jewitt, D. C. An abundant population of small irregular satellites around Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-08-05. ციტირების თარიღი: 2009-06-20., Nature, 423 (May 2003), pp. 261—263.