თებე (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თებე
სქესი: მდედრობითი
მამა: ასოპოსი
დედა: მეტოპე
და-ძმა: ექიდნე

თებე[1] (ძვ. ბერძნ. Θήβη) — ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი.

მდინარის ღმერთის ასოპოსისა[2] და მეტოპეს ქალიშვილი[3][4][5]. ძეფის ცოლი. პინდარის ცნობით ზევსის შეყვარებული[6].

მითის მიხედვით ძმებმა ძეთოსმა და ამფიონმა ქალაქი თებე ახლად ააშენეს, ძლიერ გაამაგრეს და უწოდეს ძეთოსის ცოლის თებეს სახელი[7][8].

სხვა ვერსიით თებე ითვლება ზევსისა და იოდამას ქალიშვილად და ოგიგეს ცოლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „მითოლოგიური ლექსიკონი“, 1983, გვ. 80
  2. ჰეროდოტე, „ისტორია“. V 80.
  3. პინდარი. ოლიმპიური სიმღერები. VI 85.
  4. დიოდორე სიცილიელი, ისტორიული ბიბლიოთეკა. IV 72, 1.
  5. პავსანიასი. ელადის აღწერა. II 5, 2.
  6. პავსანიასი. ელადის აღწერა. V 22, 6.
  7. „მითოლოგიური ლექსიკონი“, 1983, გვ. 199
  8. ფსევდო აპოლოდორი, მითოლოგიური ბიბლიოთეკა. III 5, 6.