ერსა (თანამგზავრი)
| თანამგზავრი | ||||
|---|---|---|---|---|
| ერსა | ||||
|
ერსას ადრეული სურათი გადაღებული კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპით 2003 წლის თებერვალში | ||||
| ეპონიმი | ერსა (ძვ. ბერძნ. Ἔρσα) | |||
| სხვა სახელები |
იუპიტერ LXXI, S/2018 J 1 | |||
| აღმოჩენა | ||||
| აღმომჩენი | სკოტ შეპარდი | |||
| აღმოჩენის ადგილი | სერო-ტოლოლოს ამერიკათაშორისი ობსერვატორია | |||
| აღმოჩენის თარიღი | 11 მაისი, 2018 | |||
| ორბიტული მახასიათებლები | ||||
| დიდი ნახევარღერძი (a) |
0.07621 ა. ე. (11401000 კმ) | |||
| ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.116 | |||
| გარშემოვლის სიდერული პერიოდი |
249.229 დღე | |||
| დახრილობა (i) | 29.1° (ეკლიპტიკის მიმართ) | |||
| ვისი თანამგზავრია |
იუპიტერი (ჰიმალიის ჯგუფი) | |||
| ფიზიკური მახასიათებლები | ||||
| საშუალო დიამეტრი |
3 კმ | |||
| ალბედო | 0.04 | |||
| ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე | 22.9 | |||
| აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე | 15.9 | |||
|
| ||||
|
| ||||
| ერსა | ||||
ერსა (ძვ. ბერძნ. Ἔρσα), იუპიტერ LXXI, S/2018 J 1 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის ჰიმალიის ჯგუფში. იგი პროგრადულად მოძრავი არარეგულარული თანამგზავრია.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერსა აღმოაჩინა სკოტ შეპარდმა 2018 წლის 11 მაისს, ჩილეს სერო-ტოლოლოს ობსერვატორიაში, 4.0 მეტრიანი ტელესკოპის გამოყენებით. 2018 წლის 17 ივლისს აღმოჩენა გამოქვეყნდა ცხრა სხვა იუპიტერის თანამგზავრთან ერთად. დროებითი ნომერი S/2018 J 1 მიენიჭა მცირე პლანეტების ცენტრის მიერ, მას შემდეგ, რაც საკმარისად ხანგრძლივი დროის მანძილზე თანამგზავრის ორბიტის დასადასტურებლად შეგროვდა საკმარისი ინფორმაცია.[1]. თანამგზავრი ასევე ნაპოვნი იქნა 2000 წლის 6 აგვისტოს ადრეულ დაკვირვებებში.[2]
2018 წლის 25 სექტემბერს აღმოჩენა აღიარა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა და თანამგზავრმა მიიღო მუდმივი ნომერი იუპიტერი LXXI[3], მაგრამ უსახელო დარჩა. 2019 წლის თებერვალში აღმომჩენებმა Twitter-ზე დადეს სახელების ჩამონათვალი მათ მიერ აღმოჩენილი თანამგზავრების სახელებისთვის[4].
2019 წლის 20 აგვისტოს თანამგზავრს დაერქვა ზევსისა და სელენეს ასულის ნამის ქალღმერთის ერსას სახელი ბერძნული მითოლოგიიდან. ეს არის იუპიტერის მეორე თანამგზავრი, რომელიც მის სახელს ატარებს, მეორე კი ჰერსეა.
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერსა იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 11.483 მილიონი კმ მანძილზე 249 დღეში. მისი ორბიტის ექსცენტრიულობაა 0.094.
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერსას დიამეტრი დაახლოებით 3 კმ-ია. ვარაუდობენ, რომ გარე თანამგზავრები ძირითადად შედგება სილიკატური ქანებისგან, ამიტომ მისი სიმკვრივე შეიძლება შეფასდეს 2.6 გ/სმ³-ზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- MPEC 2018-O18 : S/2018 J 1 (2018-07-17). ციტირების თარიღი: 2018-07-18.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი. (2018-07-17) MPEC 2018-O18 : S/2018 J 1. მცირე პლანეტათა ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-13. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
- ↑ M.P.C. 141872. Minor Planet Circular. Minor Planet Center (19 July 2022). ციტირების თარიღი: 9 January 2023.
- ↑ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი. (2018-09-25) MPC 111804. მცირე პლანეტათა ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-15. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
- ↑ Глянцев, Анатолий (2019-02-26). „Пользователям "Твиттера" предложили выбрать названия для спутников Юпитера“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-20. ციტირების თარიღი: 2019-08-20.
| ||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||
