მეტისი (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსმოსური აპარატის „გალილეოს“ მიერ გადაღებული ფოტო

მეტისი, იუპიტერ XVI (სიმბოლო: ) — პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. აღმოშენილ იქნა 1979 წელს, ვოიაჯერ 1-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე. 1983 წელს ეწოდა ძველბერძნული მითოლოგიის, ზევსის პირველი ცოლის — მეტისის სახელი. თანამგზავრზე დაკვირვებები განახლდა კოსმოსური აპარატის „გალილეოს“ მიერ 1996-2003 წლებში, რომლითაც მიღებულ იქნა სრული ინფორმაცია თანამგზავრზე.

მეტისი იუპიტერის გარშემო უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე საკუთარი ღერძის გარშემო. მზის სისტემაში არსებობს კიდევ ორი ​​ასეთი თანამგზავრი: ადრასტეა (იუპიტერის თანამგზავრი) და ფობოსი (მარსის თანამგზავრი). მეტისის ორბიტა მდებარეობს იუპიტერის მთავარი რგოლის გარე კიდეზე და ითვლება, რომ ის არის მატერიის მთავარი წყარო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ротери Д. Планеты. — М.: Фаир-пресс, 2005. ISBN 5-8183-0866-9
  • Под ред. Д. Моррисона. Спутники Юпитера. — М.: Мир, 1986. В 3-х томах, 792 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]