შინაარსზე გადასვლა

მნემე (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუპიტერის თანამგზავრი მნემე

მნემე[1] (ძვ. ბერძნ. Μνήμη), იუპიტერ XL, S/2003 J 21 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.

მნემე აღმოაჩინა 2003 წლის 6 თებერვალს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2003 J 21.[2][3] 2005 წლის მარტში საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა თანამგზავრს მიანიჭა ოფიციალური სახელი მნემე, ერთ-ერთი მუზის სახელი ბერძნული მითოლოგიიდან.[4]

მნემე იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 21 069 000 კმ მანძილზე 620 დღეში და 58 წუთში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0.2273. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ არის 148,6°. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნემეს დიამეტრი დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სატელიტი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0.04, ვარსკვლავიერი სიდიდე — 23.3 m.