შინაარსზე გადასვლა

S/2018 J 4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

S/2018 J 4პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. აღმოაჩინა სკოტ ს. შეპარდმა 2018 წლის 11 მაისს, ჩილეს სერრო ტოლოლოს ობსერვატორიაში 4 მეტრიანი ტელესკოპის გამოყენებით. აღნიშნული აღმოჩენა მიღებულ იქნა მცირე პლანეტების ცენტრის მიერ 2023 წლის 20 იანვარს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული თანამგზავრის შესახებ დაგროვდა საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია[1]. თანამგზავრის დიამეტრია დაახლოებით 2 კმ, აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე — 16.7[2][3].

იგი იუპიტერის არარეგულარული თანამგზავრია, მოძრაობს პირდაპირი მიმართულებით, ხოლო ორბიტა ეკლიპტიკის მიმართ დახრილია 53° კუთხით. იგი მიეკუთვნება მსგავსი დახრის მქონე კარპოს ჯგუფს, რომელიც S/2018 J 4-ის აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ წარმოადგენდა გამონაკლისს[2]. იუპიტერის ყველა არარეგულარული თანამგზავრის მსგავსად, S/2018 J 4-ის ორბიტა დროთა განმავლობაში ძალიან იცვლება მზის და სხვა პლანეტების გრავიტაციული აშლილობის გამო[4]. S/2018 J 4-ის ორბიტის დიდი ნახევარღერძი შეადგენს 16.3 მლნ კმ-ს, ექსცენტრისიტეტი — 0.18[5].

კარპოს მსგავსად, S/2018 J 4-ის ძალიან მაღალი დახრილობა ემორჩილება ლიდოვ-კოზაის რეზონანსს, სადაც ხდება პერიოდული ცვლა მის ორბიტალურ ექსცენტრიულობასა და დახრილობას შორის, მაშინ როცა მისი პერიცენტრის არგუმენტი მერყეობს მუდმივ მნიშვნელობაზე აფსიდური პრეცესის გარეშე[6]. მაგალითად, ლიდოვი-კოზაის რეზონანსი იწვევს თანამგზავრ კარპოს ექსცენტრიულობისა და დახრის ცვლილებას, შესაბამისად 0.19-0.69 და 44-59°-ს შუალედში[4]. S/2018 J 4-ის პერიცენტრის მნიშვნელობა იცვლება დაახლოებით 270° ეკლიპტიკასთან მიმართებაში, რის შედაგდაც პერიცენტრის დროს ის ყოველთვის იუპიტერის ზემოთ იმყოფება, ხოლო აპოცენტრის დროს — ქვემოთ[5].

  1. MPEC 2023-B51 : S/2018 J 4. Minor Planet Electronic Circulars. Minor Planet Center (20 January 2023). ციტირების თარიღი: 20 January 2023.
  2. 2.0 2.1 Sheppard, Scott S.. Moons of Jupiter. Earth & Planets Laboratory. Carnegie Institution for Science. ციტირების თარიღი: 20 January 2023.
  3. Planetary Satellite Discovery Circumstances. JPL Solar System Dynamics. NASA. ციტირების თარიღი: 20 January 2023.
  4. 4.0 4.1 Brozović, Marina; Jacobson, Robert A. (March 2017). „The Orbits of Jupiter's Irregular Satellites“. The Astronomical Journal. 153 (4): 10. Bibcode:2017AJ....153..147B. doi:10.3847/1538-3881/aa5e4d. S2CID 125571053. 147.
  5. 5.0 5.1 Planetary Satellite Mean Elements. JPL Solar System Dynamics. NASA. ციტირების თარიღი: 13 February 2023.
  6. Nesvorný, David; Alvarellos, Jose L. A.; Dones, Luke; Levison, Harold F. (July 2003). „Orbital and Collisional Evolution of the Irregular Satellites“. The Astronomical Journal. 126 (1): 398–429. Bibcode:2003AJ....126..398N. doi:10.1086/375461. S2CID 8502734.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=S/2018_J_4&oldid=4648026“-დან