შინაარსზე გადასვლა

ჰარპალიკე (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუპიტერის თანამგზავრი ჰარპალიკე

ჰარპალიკე[1] (ძვ. ბერძნ. Ἁρπαλύκη), იუპიტერ XXII, S/2000 J 5 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.

თანამგზავრი აღმოაჩინეს 2000 წლის 23 ნოემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2000 J 5.[2][3] 2003 წლის აგვისტოში თანამგზავრს ეწოდა ჰარპალიკეს სახელი ბერძნული მითოლოგიიდან.[4]

ჰარპალიკი იუპიტერის ირგვლივ სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 21 105 000 კმ მანძილზე 623 დღეში და 7 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0.226. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ არის 148,6°. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარპალიკის დიამეტრი დაახლოებით 4 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. ითვლება, რომ თანამგზავრი ძირითადად სილიკატური ქანებისგან შედგება. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. მაგნიტუდა 22,6m.